LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რაღა აზრი აქვს მაგ კანონის მიღებას, როცა მთელი საქართველოს ახალგაზრდობა, თქვენი ოჯახის წევრებიც კი არ გეთანხმებიან? ამათ ვერ დაშლით ვერასოდეს“ – ლელა წურწუმია

201
Untitled design

მმართველი გუნდის მიერ ინიციირებულმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტმა, რომელიც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა პირველი მოსმენით უკვე მიიღეს, საზოგადოების ნაწილი თითქმის ორად გაყო. კანონპროექტის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ ხელისუფლება „რუსული კანონის“ მიღებას ცდილობს, ნაწილი კი აცხადებს, რომ გამჭვირვალობა აუცილებელია და კანონპროექტს რუსულთან საერთო არაფერი აქვს.

დაინიციირებულ კანონპროექტს ახალგაზრდების ნაწილიც აპროტესტებს. გუშინ ახალგაზრდები მსვლელობით გმირთა მოედნისკენ გაემართნენ, სადაც დადეს ფიცი, რომ „ქართული ოცნება“ ამ კანონს ვერ მიიღებს.

სწორედ აღნიშნული მსვლელობის ვიდეოს გვიზიარებს მომღერალი ლელა წურწუმია და წერს, რომ კანონის მიღებას აზრი არ აქვს, რადგან მას მთელი საქართველოს ახალგაზრდობა ეწინააღმდეგება.

„რაღა აზრი აქვს მაგ კანონის მიღებას, როცა მთელი საქართველოს ახალგაზრდობა, თქვენი ოჯახის წევრებიც კი არ გეთანხმებიან…?

მაგრამ, ერთ რაღაცაში მნიშვნელოვანი მაინც გააკეთეთ!!!

ეს კანონი რომ არ შემოგეგდოთ, ამ სიამოვნებას და სიხარულს, ალბათ დიდი ხანი ვერ ვნახავდით…

ამათ ვერ დაშლით ვერასოდეს 💪 🇪🇺🇬🇪“, – წერს ლელა წურწუმია.

პოპულალურები