ნინი ბრეგვაძე, რომელიც ამერიკულ „ვოისში“ წარმატებით მონაწილეობს, კონკურსის მორიგ ტურში შესანიშნავად წარდგა.
ნინიმ ლაივ შოუზე The Cure-ის ცნობილი ჰიტი – Love song ბრწყინვალედ შეასრულა და როგორც ჟიურის, ასევე დამსწრე საზოგადოების ოვაციები დაიმსახურა.
აღფრთოვანებას ვერ მალავენ თავად ამერიკელები, რომლებიც ნინის მისამართით დადებით შეფასებებს არ იშურებენ.
„ის საუკეთესოა“
„უბრალოდ საოცარია“ – აღნიშნავენ ისინი.
აღსანიშნავია, რომ გადავა თუ არა ნინი მომდევნო ტურში, ეს ხმების რაოდენობაზეა დამოკიდებული.
ერთი იმეილით ორი ხმის მიცემაა შესაძლებელი: ერთი ვოისის აპლიკაციით და მეორე NBC-ის საიტიდან.
ხმის მიცემა შესაძლებელია ტელეკომპანია NBC-ის ოფიციალურ ვებ გვერდზე https://voice.vote.nbc.com
აპლიკაციის ლინკი ანდროიდზე : https://play.google.com/store/apps/details…
აპლიკაციის ლინკი აიოსზე : https://apps.apple.com/…/the-voice-official-app…/id910608607
ხმის მიცემა შესაძლებელი იქნება 4 დეკემბერს პირდაპირი ეთერის დასრულებისთანავე, ნიუ იორკის დროით დაახლოებით 10 საათზე და გაგრძელდება მთელი ღამე. დილით ხმის მიცემა შეწყდება.
სამშაბათს 5 დეკემბერს, პირდაპირ ეთერში დასახელდება 8 მონაწილე, რომელიც ნახევარფინალში იმღერებს.