LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ხმაური ქობულეთში – “ქართული ოცნების” და “ნაციონალური მოძრაობის” წევრები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

196
hhhhhh

ქობულეთის მერი და “ნაციონალური მოძრაობის” წევრები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. დეპუტატმა ბონდო თედორაძემ ქობულეთის მერს მირიან ქათამაძეს ზონდერი უწოდა, რაზეც მერმა უპასუხა: “უზრდელი ხარ, შეურაცხყოფას ნუ მაყენებ, ზონდერი შენ ხარ”.

მოგვიანებით ვითარება დაიძაბა და ერთმანეთს თანამშრომლები და აქტივისტები ფიზიკურადაც დაუპირისპირდნენ. შენობაში გინება და უცენზურო სიტყვები ისმოდა.

სამართალდამცავებმა ქობულეთის საკრებულოს შენობიდან  დაპირისპირებული რამდენიმე პირი გაიყვანეს.

საკრებულოს შენობასთან დილიდან პოლიციაა მობილიზებული. “ნაციონალური მოძრაობის” წევრების თქმით, მათ შენობაში არ უშვებდნენ და მუშაობის შესაძლებლობას არ აძლევდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები