პროდიუსერი კახა მამულაშვილი გვიზიარებს ვიდეოს ლელა წურწუმიას და ბენდ „ნონ სტოპის“ ქუჩის კონცერტიდან, რომელსაც უამრავი მსმენელი დაესწრო.
მათ შორის იყო შშმ პირი, გოგონა, რომელსაც ძალიან უყვარს ლელას შემოქმედება.
ლელამ ის თავის კონცერტზე აამღერა.
მამულიჩამ ვიდეო ასეთი ტექსტით გააზიარა:
„დიდი მადლობა მოწვევისთვის. განსაკუთრებული მადლობა ამ გოგონას, რომ დაესწრო ჩვენს კონცერტს…“