ლელა წურწუმიამ ახლახან „მონოჰოლში“ კიდევ ერთი კონცერტი გამართა, რომელმაც სრული ანშლაგით ჩაიარა.
კონცერტზე მომღერალი განსაკუთრებულად გამოიყურებოდა შავ გამჭვირვალე კაბაში, რომელსაც შიგნიდან ბოდე ამშვენებდა.
დავინტერესდით, ვისია კაბა, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა – აღმოჩნდა, რომ შავი ორიგინალური სამოსი ლელა წურწუმიამ საკუთარი დიზაინით შეაკერინა.
აღსანიშნავია, რომ კაბას ამშვენებს „სვაროვსკის“ 12000 კრისტალი.
ვიდეო: ლელა წურწუმია თავის ბექვოკალთან, გიორგი თორაძესთან ერთად ნამდვილ შოუს გვთავაზობს