სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა ვიდეო პატარა დემეტრეს შესახებ, რომელიც ქართულს ცეკვავს.
დემეტრე ანსამბლ „ივერიელების“ მოცეკვავეა, ის ჯერ 3 წლისაც არ არის, თუმცა ემოციური ცეკვით საზოგადოების მოხიბვლა უკვე შეძლო.
დემეტრეს ცეკვის ამსახველ ფოტოებს და ვიდეოებს „ფეისბუკში“ ავრცელებს მოქალაქე რეზო ბერაძე და წერს:
„მე პატარა მურო ვარ, ანსამბლ „ივერიელების“ მოცეკვავე… ჯერ 3 წლისაც არა ვარ, მაგრამ!.. ვაი, დედასა, მტრისასა“…
რეპორტაჟი შეკვეთილიდან:
——————————————————–
მე პატარა მურო ვარ, ანსამბლ “ივერიელების” მოცეკვავე…
ჯერ 3 წლისაც არა ვარ, მაგრამ !..
ვაი, დედასა, მტრისასა!..Posted by რეზო ბერაძე-რაჭველი on პარასკევი, 07 ივლისი, 2023
პატარა დემეტრეს ცეკვის ვიდეოებს სოციალურ ქსელებში უამრავი გამოხმაურება აქვს, მას „პატარა მურო გაგოშიძესაც“ უწოდებენ:
„შენ პატარა და დიდი მურო ხარ“..
„მომრავლდნენ მუროები“ – წერენ კომენტარებში.