LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: მეტროსადგურ “ახმეტელის” მიმდებარედ “ჩემპიონის” ბაზრობა იწვის

719
fortuna.ge

მეტროსადგურ “ახმეტელის თეატრის” მიმდებარედ, მუხიანის დასახლებასთან, ყოფილ „ჩემპიონის“ ბაზრობაზე ხანძარია.

იხ.ვიდეო:

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სახანძრო-სამაშველო სამსახური – მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.

ტერიტორიაზე არის ღია ცეცხლი და ძლიერი დაკვამლიანება, გათიშულია ელექტროენერგია და კერების ჩაქრობის პროცესს ხელს უშლის ქარი.

ხანძარი დაახლოებით დილის 5 საათისთვის გაჩნდა, გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე უცნობია.

მუხიანის დასახლებაში, ბაზრობა “ჩემპიონის” ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

როგორც შემთხვევის ადგილიდან “ფორტუნას” ჟურნალისტი იტყობინება, ისმის მცირე აფეთქებების ხმა, რაც სავარაუდოდ, ბაზრობაზე სარეალიზაციოდ  განთავსებული პიროტექნიკის აფეთქების ხმაა. ადგილზე იკრიბებიან მოვაჭრეები.

აღსანიშნავია, რომ ბაზრობის მიმდებარედ განთავსებულია გაზგასამართი სადგური, ტერიტორია მჭიდროდ დასახლებულია, თუმცა, ჩვენი ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის არ დგას მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროება.

“ფორტუნა” არკვევს დამატებით დეტალებს და მასალა პერიოდულად განახლდება.

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g