კახა ბენდუქიძის ერთადერთი ქალიშვილი, ანასტასია ია ფარულავას გადაცემას ესტუმრა და მამასთან ურთიერთობის შესახებ ისაუბრა.
ახლახან გავრცელდა გადაცემის ანონსი, სადაც ჩანს, როგორ საუბრობს ანასტასია მამის გარდაცვალების შესახებ: „დავწერე გუგლში – კახა ბენდუქიძე და ამოვიდა ნიუსი, რომ კახა ბენდუქიძე გარდაიცვალა. მორჩა, მე მარტო დავრჩი… ძალიან მძიმე დღე იყო ჩემთვის…“