ყველასთვის ცნობილ და საყვარელ ტელეწამყვანს, თიკა ფაცაციას დღეს, 18 ოქტომბერს 41 წელი შეუსრულდა. მან დილიდან უკვე უამრავი მილოცვა მიიღო, როგორც ნაცნობებისგან, ისე უცნობებისგან.
ტელეწამყვანს მოულოდნელი სიურპრიზი მოუწყო გადაცემის „დილა მშვიდობისა საქართველო“ გუნდმა, რამაც თიკას გული აუჩუყა.
„აი, ასეთი გუნდი მყავს მე, მიწყობენ გულის ამაჩუყებელ სიამოვნებას და სიურპრიზებს.
გული მიგრძნობს, რაღაც მელოდება კიდევ.. არჩილი უკრავს”, – ამბობს თიკა ფაცაცია ვიდეოში.
?✨ ეს ხდება ჩვენთან რეკლამაზე ?
?✨ ეს ხდება ჩვენთან რეკლამაზე ?
Posted by დილა მშვიდობისა საქართველო on ორშაბათი, 17 ოქტომბერი, 2022
ტელეწამყვანმა არჩილ სოლოღაშვილთან ერთად ექსპრომტად რამდენიმე სიმღერაც შეასრულა.