LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მშობლებს სამ წესს დავუწესებ.. შვილი უნდა გიყვარდეს არა შენთვის, არამედ მისთვის“ – შალვა ამონაშვილის რჩევები მშობლებს ბავშვის სკოლაში წაყვანამდე

215
ing (3)

„რატომღაც ჰგონიათ, რომ სკოლისთვის მომზადება, პირველ რიგში, ეს არის ბევრი ლექსის, კითხვის, წერის, თვლა-ანგარიშის ცონდა.. ესენი აუცილებელი არ არის, თუ ეცოდინება – კარგია, თუ არ ეცოდინება – საშიში არ არის“, – ამის შესახებ ფილოლოგი და ფსიქოლოგი, ჰუმანური პედაგოგიკის ფუძემდებელი შალვა ამონაშვილი გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ საუბრობს და მშობლებს ბავშვების სკოლაში მიყვანამდე რჩევებს უზიარებს.

შალვა ამონაშვილი დაწყებით განათლების მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას.

„მშობლებს სამ წესს დავუწესებ:

1 – უნდა გიყვარდეს შვილი, გიყვარდეს არა შენთვის, არამედ მისთვის. არ დაუყვირო, არ დაარტყა, არ დაემუქრო, კუთხეში არ დააყენო, თითი არ დაუქნიო – გიყვარდეს ბავშვი შენი კარგი ქცევებით. ალერსით სიყვარული კეთილ საქმეთა გარეშე მკვდარია, ახლა გაზომონ მშობლებმა საკუთარი სიყვარული, ასე უყვართ ბავშვები? საკუთარი სიმშვიდისთვის უყვართ, თუ იმისთვის, რომ ისინი მშვენიერი ქვეყნის მომავალი მოქალაქეები უნდა გახდნენ?

2 – მოთმინება უნდა გამოიჩინოთ. ბავშვი იმისთვის არის, რომ იცელქოს, არ ესმის, იყვირებს, იხტუნავებს, განმარტოვდება, თუ მის ცხოვრებაში ესენი არ მოხდა, არც გაიზრდება.

უკვე დედაა დასასჯელი, როცა მოთმინებას კარგავს, იმიტომ, რომ ბავშვმა არ იცის, მაგრამ დედამ ხომ იცის, რომ ბავშვს სიმშვიდე ზრდის.

3 – მესამე წესი ნდობაა. ჰუმანურობა ეს იქნება, რომ მე მჯერა, ჩემი სიყვარული ბავშვს გამოასწორებს.

მინდა, მშობლებს სიბრძნე ვაჩუქო: მიყვარს, გზასაცდენილი სიყვარულით გამოვასწორო.

შევახსენოთ ჩვენს კეთილ მშობლებს ილია ჭავჭავაძის სიტყვები, რომელშიც აზრიც, მიზანიც, პროგრამაც და მეთოდიც არის ჩადებული:

„დედავ ისმინე ქართლის ვედრება,

ისე აღზარდე შენ შვილის სული,

რომ წინ წარუძღვეს ჭეშმარიტება,

უკან ჰყვეს კვალი განათლებული“, – აღნიშნავს შალვა ამონაშვილი.

 

 

?? აუცილებელია თუ არა ბავშვს წინასწარ შევასწავლოთ სასკოლო პროგრამა?

?? აუცილებელია თუ არა ბავშვს წინასწარ შევასწავლოთ სასკოლო პროგრამა?

✅ შალვა ამონაშვილის რჩევები მშობლებს ბავშვის სკოლაში წაყვანამდე

Posted by დილა მშვიდობისა საქართველო on სამშაბათი, 12 სექტემბერი, 2023

 

 

„სამი წიგნი მინდა გირჩიოთ.. მოძებნეთ და თავად წაუკითხეთ შვილებს“ – შალვა ამონაშვილის რჩევა მშობლებს

უნდა ჰქონდეთ თუ არა ბავშვებს საშინაო დავალება? – შალვა ამონაშვილის მიერ ჩატარებული გაკვეთილი ინტერნეტსივრცეს იპყრობს 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g