LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: მუსიკის ზეიმი ლიკა ევგენიძის დაბადების დღეზე: შვილისთვის ამღერებული დათო ევგენიძე და ნიკა ქოჩაროვის განსაკუთრებული რეპერტუარი მეუღლისთვის

679
BeFunky-collage

ლიკა ევგენიძემ დაბადების დღე გრანდიოზულად აღნიშნა.

ლიკას იუბილეზე შოუბიზნესის უამრავმა ცნობილმა წარმომადგენელმა მოიყარა თავი.

საიუბილეო საღამოზე ამღერდა ლიკას მამა, მუსიკოსი დათო ევგენიძე. ლიკასთვის იმღერა მისმა მეუღლემ, მუსიკოსმა ნიკა ქოჩაროვმა.

გრანდიოზულ დაბადების დღეს ესწრებოდა მუსიკოსი ბექა გოჩიაშვილი, რომელმაც სპეციალურად სტუმრებისთვის დაუკრა.

აღსანიშნავია, რომ თავად ლიკა წვეულებაზე საოცრად გამოიყურებოდა. მან წითელი, ბრჭყვიალა კოსტიუმი, შესაბამის შარვალთან ერთად მოირგო და სტუმრები საკუთარი განსაკუთრებული ჩაცმის სტილით კიდევ ერთხელ აღაფრთოვანა.

ვიდეოები დაბადების დღიდან სოციალურ ქსელში ვრცელდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები