მომღერალმა მზია გეწაძემ სახელი სიმღერით „ბოშა ქალო“ გაითქვა.
მისი ეს სიმღერა განსაკუთრებულად ახალგაზრდებს მოსწონთ.
მზია გეწაძე ქართული კლუბების ვარსკვლავად იქცა.
„ტიკ-ტოკზე“ ვრცელდება ვიდეოები სხვადასხვა კლუბიდან, სადაც ჩანს, როგორ ერთობიან ახალგაზრდები „ბოშა ქალოს“ შესრულებაზე, თავად მომღერალი კი ძალიან ბედნიერია ასეთი გამოხმაურებით.
„გვიყვარხართ, ქალბატონო მზია!..“, წერს ერთ-ერთი ვიდეოს ავტორი.