ჯგუფმა „შუთაიმი“ ბოლოდროინდელი ქართული ჰიტის „ბოშა ქალოს“ ახლებური ვერსია „ღამის პრაიმ ტაიმის“ პრემიერების გადაცემაში შეასრულა.
„ბოშა ქალო“ მზია გეწაძის ჰიტია, რომელიც ვოვა მაჩიტაძემ დაწერა, ტექსტი – დალი ყარაულაშვილმა.
სიმღერა თითქმის ყველგან ჟღერს და მზია გეწაძე კლუბებში ხშირად მართავს კონცერტებს.
კომპოზიცია განსაკუთრებით ახალგაზრდებს მოსწონთ.
„შოუთაიმის“ სოლისტებმა, ანი ჩხეიძემ და მიშო ელიავამ სიმღერა თავისი ვერსიით გააკეთეს.
ჯგუფი “შოუთაიმი” – “ბოშა ქალო”
?? ჯგუფი “შოუთაიმი” – “ბოშა ქალო”
Posted by Night Prime Time • ღამის პრაიმ-თაიმი on Tuesday, April 25, 2023
ვიდეო: მზია გეწაძემ „ბოშა ქალით“ ქართული კლუბები დაიპყრო: „გვიყვარხართ, ქალბატონო მზია!..“