LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ნანუკა ჟორჟოლიანის კვების რაციონი და ვარჯიშის სახეობები, რითაც ფორმაში ყოფნას ახერხებს

2334
ნანუკა

ნანუკა ჟორჟოლიანმა ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ მიჰყვა ვარჯიშსა და სწორი კვების წესს:

„ახლა, როდესაც ორწლიანი შესვენების შემდეგ, მივხვდი, რომ აუცილებლად სპორტი უნდა დამეწყო და ცოტა მეზარებოდა სპორტდარბაზში სიარული, ვიფიქრე, რომ ვცდი და თუ არ გამომივა, არ გამომივა-მეთქი. ჩოგბურთს ყველას ვერ ვურჩევ, რადგან ძვირიანი სპორტის სახეობაა. ცურვაზეც დავდივარ, ის არ მანიჭებს ისეთ სიამოვნებას, როგორც ჩოგბურთი, მაგრამ სამაგიეროდ, მივხვდი, რომ სხეულისთვისა და ფორმებისთვის კარგია. დავდივარ აკვააერობიკაზე და საოცრებაა, მათთვის, ვისაც ხერხემალი აწუხებს ვარჯიშის დროს ან თიაქარი აქვს ხერხემალზე.

ვვარჯიშობ სახლში აუცილებლად ყოველ დილით, 30 წუთს.

რაც შეეხება კვებას – დილას ვჭამ უგლუტენო პურსა და ყველს, ვსვამ უშაქრო ყავას. ცოტა ხანში აუცილებლად ვჭამ ერთ ცალ ბანანს. დილით ისევ ყავას ვსვამ. შემდეგ ორსაათიანი ინტერვალით ვაშლს, შემდეგ მჭადსა და ყველს და კიტრისა და პომიდვრის სალათს, ან ხორცსა და ბოსტნეულს. არ არის აუცილებელი, ხორცი მოხარშული იყოს. შემდეგ ვჭამ სუპებს. გამოდის, რომ დღეში 4-5-ჯერ მივირთმევ… შუალედებში სულ წყალს ვსვამ. ღამით ჩემს თავს ვასაჩუქრებ ვაშლით.

გააქრეთ რაციონიდან ყველანაირი ტკბილი, განსაკუთრებით, შაქარი ყავაში, აუცილებლად ვურჩევდი მაკარონისა და ბურღულეულის ამოღებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები