„მელომანის“ ეთერში ნატალია ქუთათელაძემ „კარმენი“ შეასრულა, თუმცა განსხვავებული არანჟირებით. მას აკომპანირება გაუწია პიანისტმა გიორგი გიგაშვილმა ლევან დეისაძესა და ზაზა ცერცვაძესთან ერთად. „კარმენის“ ამ ინტერპრეტაციამ დარბაზში აღტაცებული შეძახილები გამოიწვია. მარიამ როინიშვილი ნატალიას შესრულებაზე აცეკვდა კიდეც.