„ნიჭიერის“ 2 ნოემბრის გადაცემამ მაყურებელი და ჟიურის წევრები კიდევ უფრო მეტად გაოცებული დატოვა ახალ-ახალი და საინტერესო ნომრებით.
ერთ-ერთი გახლდათ ანსამბლი სტამბოლიდან, რომელსაც „კავკასიის არწივები“ ჰქვია და ის, ძირითადად, ლაზებით არის დაკომპლექტებული.
„კავკასიის არწივებმა“ „დიდოუ ნანა“ შეასრულა მოცეკვავეების თანხლებით და მაყურებელში დიდი ემოცია აღძრა.