LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ასეთი კონკურსანტი კიდევ დიდი ხანი არ ეყოლება, არამხოლოდ საქართველოს, არამედ ევროპას“ – თინათინ ბერძენიშვილი ნიკო ქაჯაიას გამოსვლაზე

846
Untitled design (22)

საბავშვო ევროვიზია 2021-ის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელი ნიკო ქაჯაია მე-2 ნომრად გამოვიდა.

„ყველა კონკურსანტის გამოსვლის შემდეგ, ბოლო 15 წუთი იქნება ხმის მიცემა!
ასეთი კონკურსანტი კიდევ დიდი ხანი არ ეყოლება, არამხოლოდ საქართველოს, არამედ ევროპას და ევროვიზიას“ – წერს სოციალურ ქსელში საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი.

პროექტ „რანინას“ გამარჯვებულმა ნიკო ქაჯაიამ საქართველოს სახელით საბავშვო ევროვიზიაზე გიგა კუხიანიძის სიმღერა „დავაგროვოთ ღიმილები“ (lets Count The Smiles) შეასრულა.

პარიზში, რიგით მე-19 საბავშვო ევროვიზიაში 19 ქვეყანა იღებს მონაწილეობას.

საბავშვო ევროვიზიის კონკურსზე ონლაინ ხმის მიცემა 17 დეკემბერს 23:00 საათიდან არის შესაძლებელი ვებგვერდზე vote.junioreurovision.tv ხმის მიცემა შესაძლებელია ონლაინ – მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. პირდაპირი ეთერის მსვლელობის დროს, ხმის მიცემა შესაძლებელია მხოლოდ 15 წუთით, მას შემდეგ, რაც ყველა საკონკურსო სიმღერა შესრულდება.

საქართველოს წარმომადგენელთან ერთად, შეგიძლია, ხმა მისცე კიდევ ორ კონკურსანტს. შენი ხმა განსაზღვრავს საბოლოო შედეგის ნახევარს, მეორე ნახევარს კი ჟიური გადაწყვეტს. გაიმარჯვებს ის სიმღერა, რომელიც ყველაზე მაღალ ქულას მიიღებს.

ტრადიციულად, საბავშვო ევროვიზიის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ახორციელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g