უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ომის დასრულების შემდეგ, Space X-ისა და “ტესლას” დამფუძნებელი ილონ მასკი უკრაინაში მიიწვია.
ვიდეოს ზელენსკი ინსტაგრამ_გვერდზე აქვეყნებს.
უკრაინის პრეზიდენტი ასევე “ტვიტში” აღნიშნავს, რომ ილონ მასკს უკრაინის სიტყვითა და საქმით მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა:
“მომავალ კვირას ჩვენ მივიღებთ Starlink-ის სისტემების კიდევ ერთ პარტიას ჩვენი განადგურებული ქალაქებისთვის. ვისაუბრეთ შესაძლო კოსმოსურ პროექტებზე და უკრაინაში ვიზიტზეც, მაგრამ ამის შესახებ – ომის შემდეგ”, – წერს ზელენსკი.
დღესვე, კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ დედაქალაქმა სატელიტების გლობალური სისტემის 12 მოწყობილობა მიიღო, იმისათვის, რომ ქალაქის ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვან ობიექტებს ინტერნეტთან წვდომა ჰქონდეს:
“გლობალური სატელიტური სისტემის მოწყობილობები კიევშია. სამინისტროსგან 2 ერთეული მივიღეთ. დანარჩენი 10-ის შესახებ კი მე და ვლადიმირ კლიჩკომ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად შეთანხმებას მივაღწიეთ”, – განაცხადა ვიტალი კლიჩკომ.
შეგახსენებთ, Statlink ილონ მასკის ერთ-ერთი მასშტაბური პროექტია – სისტემა-თანამგზავრები, რომელიც SpaceX-ის კუთვნილებაა და ინტერნეტით შეუფერხებელ მომარაგებას უზრუნველყოფს.
Talked to @elonmusk. I’m grateful to him for supporting Ukraine with words and deeds. Next week we will receive another batch of Starlink systems for destroyed cities. Discussed possible space projects ?. But I’ll talk about this after the war.
— Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) March 5, 2022