უელსის პრინცესამ, ქეით მიდლტონმა ევროვიზიის მაყურებელს სიურპრიზი მოუწყო.
ქეითმა ევროვიზია 2022-ის გამარჯვებული უკრაინული ჯგუფის, Kalush Orchestra კლიპში მიიღო მონაწილეობა.
კლიპში ქეით მიდლტონი როიალთან უკრავს.
უკრაინული ჯგუფი Kalush Orchestra ევროვიზია 2022-ის გამარჯვებულია.
ჯგუფმა სიმღერით Stefania გაიმარჯვა. სწორედ Stefania-ს კლიპში მიიღო ქეით მიდლტონმა მონაწილეობა.
კლიპი Kalush Orchestra-მ წარმოადგინა ევროვიზია 2023-ის ფინალურ შოუზე, როგორც 2022 წლის გამარჯვებულმა ჯგუფმა.