რუსა მორჩილაძის შემოქმედებისადმი მიძღვნილ „პროფილში“ ლელა წურწუმიამ, რტი დურგლიშვილმა და მაკა ზამბახიძემ ერთად იმღერეს.მათ აკომპანემენტი ბენდმა „ნონ სტოპმა“ გაუწია, რომლებთანაც შემსრულებლები დიდი ხანია, თანამშრომლობენ სხვადასხვა ღონისძიებისთვის.
„დამიბრუნე სიყვარული“ ლელა წურწუმიას შემოქმედებიდან ერთ-ერთი პოპულარული სიმღერაა, რომელიც რუსა მორჩილაძის დაწერილია და მომღერალი მას აჩიკო მეფარიძესთან ერთად ასრულებდა.