LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: როგორ გრძნობს თავს მარიტა მელიქიშვილი გალა გასვიანის დაბადების შემდეგ და როგორი დედაა ის

656
giorgimarita

ტელესახისა და მსახიობის, გიორგი გასვიანის ახალგაზრდაც მეუღლე, მარიტა მელიქიშვილი ვაჟის, გალაკტიონ გასვიანის დაბადების შემდეგ, მალევე არაჩვეულებრივ ფორმაში ჩადგა. მან ახლახან მეუღლესა და შვილთან ერთად აღნიშნა დაბადების დღე. მშობლებმა საზოგადოებას პირველად წარუდგინეს თავიანთი პატარა ბიჭუნა და უამრავი თბილი გამოხმაურებაც დაიმსახურეს. მარიტა დაბადების დღეზე განსაკუთრებულად კარგად გამოიყურებოდა. ის შესანიშნავ ფორმაში იყო წითელ ტანზე მორგებულ კაბაში.

მარიტა მელიქიშვილთან ინტერვიუ ჩაწერა „პოსტივიმ“. გადაცემის წამყვანმა ჰკითხა მარიტას, როგორ გრძნობს თავს შვილის შეძენის შემდეგ.

მარიტა მელიქიშვილი: 

„ალბათ, გალაკტიონი რომ გაიზრდება, მერე შემაფასებს, როგორი დედა ვარ. ლაქტაციის პერიოდი საკმაოდ რთული იყო. ყველა დედა გმირია. მეც გამოვცადე ეს გრძნობა… ვფიქრობ, 19 წლის ასაკთან შედარებით მგონი, კარგი დედა ვარ. ინფორმირებული ვარ, ასე თუ ისე. მართლა ძალიან ზრუნავენ ჩემზე გამომწერები, მაძლევენ შენიშვნებს. დიდი მადლობა ყველას, ასეთი აქტივობა ჩემთვის მნიშვნელოვანია, თუმცა მეხმარებიან მშობლებიც, რუსიკოც, პედიატრთანაც მაქვს კონტაქტი. ნელ-ნელა ვსწავლობ. ბევრი მრჩეველი მყავს გარშემო…“

„გალამ გადაწყვიტა, დღეს გაეცნოს ფართო საზოგადოებას, დედიკოს დაბადების დღეზე“ – გიორგი გასვიანი

ფოტო, ვიდეო: “მე და გალა გილოცავთ” – მარიტა მელიქიშვილმა იუბილე რომანტიკულ გარემოში აღნიშნა

გიორგი გასვიანის მიმართვა რუს ხალხს: „ნუთუ, არ უნდა გათავისუფლდეთ ამ საუკუნოვანი იმპერიალისტური მიდგომებისგან?!.“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g