ლეგენდარული იტალიელი მსახიობის, სოფი ლორენის ვაჟი, კარლო პონტი და მისი ქართველი შეყვარებული, მარიამ შარმანაშვილი მალდივებზე ისვენებენ.
ამის შესახებ ინფორმაციას თავად მარიამ შარმანაშვილი უზიარებს საკუთარ მიმდევრებს და მალდივიდან ულამაზეს კადრებს ავრცელებს.
„რომ გგონია ჟენევაში მიფრინავ და უცბად მალდივებზე აღმოჩნდები.. მადლობა ამ საჩუქრისთვის“, – წერს მარიამი.
აღსანიშნავია, რომ წყვილი სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია და ფოტოებსა და ვიდეოებს ხშირად უზიარებენ გამომწერებს.
ის, რომ ლეგენდარულ იტალიელ მსახიობს ქართველი სარძლო ჰყავს, საზოგადოებისთვის ცნობილი მიმდინარე წლის იანვარში გახდა.
ამ ამბავთან დაკავშირებით, „კურიერი პიესმა“ დეტალები გაარკვია და ცნობილი გახდა, რომ ისტორია 2021 წლის 14 მარტს მარიამის ფოტოზე მიწერილი კომპლიმენტით დაიწყო.
ამავე თემაზე:
სოფი ლორენის ქართველი რძალი ფიტნესინსტრუქტორია – ვიდეო კარლო პონტი უმცროსთან ერთად და თამამი ფოტოები
„სასიამოვნოდ გაოცებული ვარ“ – რას წერს სოფი ლორენის ქართველი სარძლო
სოფი ლორენის შვილი ქართველ შეყვარებულს მერილინ მონროს ადარებს: „გაგიჟებული ვარ მასზე…“
ფოტო/ვიდეო: სოფი ლორენის ვაჟი ქართველ შეყვარებულთან ერთად ბათუმში ისვენებს