LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: “რთულ მდგომარეობაში ვიყავი,14 საათზე მეტხანს გრძელდებოდა დაკითხვა, დარეკვის შესაძლებლობას არ მაძლევდნენ” – რას ჰყვება მარინა ოვსიანიკოვა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ

276
BeFunky-collage (3)

“14 საათზე მეტხანს გრძელდებოდა დაკითხვა, ახლობლებთან დარეკვის შესაძლებლობას არ მაძლევდნენ,” – ამის შესახებ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ რუსეთის „პირველი არხის“ რედაქტორმა მარინა ოვსიანიკოვამ განაცხადა.

ამასთან, როგორც ოვსიანიკოვამ აღნიშნა, მას არანაირი იურიდიული დახმარება არ გაუწიეს.

“დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის, მეგობრებს, კოლეგებს. ჩემი ცხოვრების ძალიან რთული დღეებია, იმიტომ რომ ორი დღეა არ მიძინია. 14 საათზე მეტხანს გრძელდებოდა დაკითხვა, ახლობლებთან დარეკვის შესაძლებლობას არ მაძლევდნენ. არანაირი იურიდიული დახმარება არ გამიწიეს, არანაირი. ძალიან რთულ მდგომარეობაში ვიყავი. ყველანაირ კომენტარს გავაკეთებ ხვალ. დღეს უბრალოდ უნდა დავისვენო”, – განაცხადა მარინა ოვსიანიკოვამ.

კრემლის სასამართლომ მარინა ოვსიანიკოვა 30 ათასი რუბლით დააჯარიმა

ვინ არის ჟურნალისტი ვინც რუსულ “პირველ არხზე” უკრაინის მხარდამჭერი ბანერით გამოჩნდა

ზელენსკი: პირადად იმ გოგოს მადლიერი ვარ, რომელიც შევიდა „პირველი არხის” სტუდიაში ომის საწინააღმდეგო პლაკატით

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g