LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: სად და როგორ აღნიშნა ნიკოლოზ ბასილაშვილის საცოლემ დაბადების დღე

5333
BeFunky-collage (9)

ცნობილი ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის რჩეული უმშვენიერესი გერმანელი სპორტსმენი შარლოტა ჰელენია, რომელიც ბასილაშვილმა ნათესავებს უკვე გააცნო და გოგონა რამდენიმე თვეა საქართველოში იმყოფება. სოციალურ ქსელებში აქტიურად განიხილავენ ცნობილი ჩოგბურთელის ცხოვრებას.

შარ­ლო­ტა ჰე­ლე­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში თავს ბედ­ნი­ე­რად გრძნობ­და და ამის შე­სა­ხებ მან “ინ­სტაგ­რა­მის” სა­კუ­თარ გვერ­დზეც არა­ერ­თხელ და­წე­რა. ივ­ლი­სის ბო­ლოს კი კო­რო­ნა­ვირუსს მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­უ­წია კა­რან­ტი­ნის გა­ტა­რე­ბა და შეყ­ვა­რე­ბულ­თან ერ­თად გერ­მა­ნი­ა­ში გა­ემ­გზავ­რა.

„მადლობა კორონა დროის ამ ხალხთან გატარებისთვის“ – სად და როგორ ატარებს დროს ბასილაშვილის საცოლე (ფოტო)

ცოტა ხნის წინ, შარლოტამ მისი დაბადების დღის წვეულების ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა. როგორც ირკვევა, ბასილაშვილის საცოლემ დაბადების დღე ახლო მეგობრების წრეში და რა თქმა უნდა, საყვარელ ადამიანთან ერთად აღნიშნა.

 

 

შეგახსენებთ, ნიკოლოზ ბასილაშვილს ყოფილ მეუღლესთან ნეკა დოროყაშვილთან რთული ურთიერთობა აქვს. ყოფილი მეუღლე ჩოგბურთელს ძალადობაში ადანაშაულებს.

ბასილაშილს ნეკა დოროყაშვილთან და მცირეწლოვან შვილთან მიახლოება აკრძალული აქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები