LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: საგარეჯოს ტრაგედიის ერთ-ერთი მთავარი გმირი 20 იანვრის უმძიმეს ღამეს იხსენებს – „სიტუაცია არ ვიცოდი, უბრალოდ მითხრეს, რომ საგარეჯოში საშინელი ამბავი მოხდა“

227
sagarejo eqimi

საგარეჯოს ტრაგედიის ერთ-ერთი მთავარი გმირი, „ჯეო ჰოსპიტალსის“ საგარეჯოს სამედიცინო ცენტრის დირექტორი, მამუკა ოტიაშვილი 20 იანვრის ღამეს პირველად გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ იხსენებს.

„საზარელი ამბავი იყო, საშინელება ხდებოდა, ყველასთვის უჩვეულო. ჩვენ ინფორმაცია გვქონდა დაჭრილების შესახებ და ის ხალხი კლინიკამდე ვერ მოდიოდა, რომ ვინმესთვის სამედიცინო დახმარება გაგვეწია. ეს იყო ძალიან შემზარავი ჩემთვის პირადად..

სიტუაცია არ ვიცოდი, უბრალოდ მითხრეს, რომ საგარეჯოში საშინელი ამბავი მოხდა.  მე ოპერაციაზე ვიყავი თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში, დაუყოვნებლივ მოხდა ჩემი დაბრუნება საგარეჯოში დაბრუნება. თბილისიდან ექიმების გუნდი ჩამოვიყვანე, ძალიან მალე მოხდა ეს. მთელი კლინიკის პერსონალი იყო ადგილზე. მიუხედავად იმისა, რომ ქუჩაში ასეთი ამბავი იყო, არც ერთი წამი არ გაგვიაზრებია, რომ ჩვენ იქ არ უნდა ჩავსულიყავით..

შემოჰყავთ დაჭრილები, რომლებიც ემოციებში იყვნენ. გიორგი კიკნაძის მდგომარეობა შემოსვლის დღიდან იყო უკიდურესად მძიმე. სიცოცხლისათვის შეუთავსებელი ტრავმები ჰქონდა და დღემდე აქვს. გუნდური მუშაობით და პროფესიონალიზმით  მოხერხდა ამ პაციენტის დასტაბილურება. ოთხის მდგომარეობა სტაბილური იყო. თუმცა მრავლობითი ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდათ.

რაც ვიხილე ძალიან დიდი ერთსულოვნება იყო მოსახლეობის მხრიდან, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების მხრიდან, ჩვენი კლინიკის მედ-პერსონალის მხრიდან, ჩვენ ჩვენს საქმეს ვაკეთებდით..“, – ამბობს „ჯეო ჰოსპიტალსის“ საგარეჯოს სამედიცინო ცენტრის დირექტორი.

„ვერ ვთქვით თავის დროზე, რომ ვინც ძალადობს და მავანი ხმას არ იღებს, ისიც მოძალადეა.. ჩემთვის ის დღე ოთარ ღვინიაშვილის ცხედრის ფაჯრისკენ ნახევრადმობრუნებულ, ნაცრისფერ სახეზე შეყინული ღიმილია..“ – ექიმი საგარეჯოში მომხდარ ტრაგედიაზე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები