LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვერ ვთქვით თავის დროზე, რომ ვინც ძალადობს და მავანი ხმას არ იღებს, ისიც მოძალადეა.. ჩემთვის ის დღე ოთარ ღვინიაშვილის ცხედრის ფაჯრისკენ ნახევრადმობრუნებულ, ნაცრისფერ სახეზე შეყინული ღიმილია..“ – ექიმი საგარეჯოში მომხდარ ტრაგედიაზე

379
327106574_581684956708696_7459366616385760069_n

20 იანვრის ღამეს, საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის დროს გარდაცვლილი პოლიციელი ოთარ ღვინიაშვილი და ოთხი მოქალაქე – ზაქარია მათიაშვილი, ნოდარ რჩეულიშვილი, დავით ნასრაძე და ზაზა ჩიხლაძე გუშინ დაკრძალეს.

ფოტო: საგარეჯოში მომხდარი თავდასხმის დროს დაღუპული პოლიციელი ოთარ ღვინაშვილი სამხედრო პატივით დაკრძალეს

მომხდარ ტრაგედიას სოციალურ ქსელში ემოციური სტატუსით ეხმიანება ექიმი ლეილა ოთიაშვილი:

„დღეს კვლავ გაგვაერთიანა დიდმა ტრაგედიამ. ასეთ ტკივილს „ერთ სულ და ერთ ხორც“ შესისხლხორცება სცოდნია. ყველას თავის განცდას და სურათს შემოუნახავს ხსოვნის მარადისობა. უფლის მადლით, ასეთი დღე ხომ ძალიან იშვიათია.

ჩემთვის და, ალბათ, ბევრისთვის, 19 იანვარი, უფლის მირონცხების დღე ტკივილთან ერთად ფიქრის და სინანულის დღედ დარჩება. სინანულის იმად, რომ ხუთი ახალგაზრდა, უმწიკლო სიცოცხლე ჩვენს თვალწინ, წამში ისე გაფრინდა ზეცად, რომ ვერ შევეხიდედ, ვერ შევაჩერეთ დემონი გზასაცდენილ სულსა და ჩვენში, ვერ ვთქვით თავის დროზე, რომ ვინც ძალადობს და მავანი ხმას არ იღებს, ისიც მოძალადეა, რომ მდუმარებაში მყოფი საზოგადოება თავის თავს კლავს და სოკოებივით ამრავლებს უთქმელ, მშიშარა, ჩირგვებში მობინადრე ჰუმანოიდებს.

ვისი ცხოვრების წესია „რაღა მე ვიყვირო?“, „რაღა მე ვთქვა?“, „ვითომ არ დამინახავს“, მერე გვიანია.. მერე სიკვდილი კვლავ გვავიწყებს სათქმელს და ერთი სული გვაქვს, ოღონდ არ შევინანოთ, ოღონდ არ ვიფიქროთ…

ჩემთვის ის სისხლიანი დღე ოთარ ღვინიაშვილის ცხედრის ფაჯრისკენ ნახევრადმობრუნებულ, ნაცრისფერ სახეზე შეყინული ღიმილია, ვისაც შეეძლო ამბრაზურად ქცეულიყო, ოღონდ სხვისი სიცოცხლე გადაერჩინა, ვინც სიკვდილით დაგვანახვა, რომ გათითოებული საზოგადოება განწირულია, გათითოებული განსაცდელი არ არსებობს…

რომ ის სიცოცხლის ჭეშმარიტი რაინდია, რამე თუ შეუძლია სიკვდილს ჩახედოს თვალებში ჩვენი სულების გადასარჩენად.

ვუსამძიმრებ სრულიად საგარეჯოს.

დღეს გარეჯის მიწამ გულში ჩაიხუტა ჩვენი ღირსეული ბიჭები. დღეს მათი სისხლი ცას შეღაღადებს, უფალი ფარავდეს მათ უმწიკლო სულებს“, – წერს ლეილა ოთიაშვილი სოციალურ ქსელში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g