LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: საგარეჯოში მომხდარი თავდასხმის დროს დაღუპული პოლიციელი ოთარ ღვინაშვილი სამხედრო პატივით დაკრძალეს

224
Untitled design (1)

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს უფროსი დეტექტივი, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი – ოთარ ღვინაშვილი, რომელიც 20 იანვრის ღამეს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, საგარეჯოში დაიღუპა, სამხედრო პატივით დაკრძალეს.

მეუბნებოდი ხოლმე, არსად არ დადო ჩემი ფოტოებიო, მაგრამ მომიწია, მაა – რას წერს საგარეჯოში თავდასხმის შედეგად გარდაცვლილი პოლიციელის შვილი

ინფორმაციას და ფოტოებს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„საპატიო ყარაულმა გარდაცვლილის ხსოვნას პატივი საგანგებო ზალპით მიაგო, დაკრძალვის შემდეგ კი მის შვილს საქართველოს სახელმწიფო დროშა გადასცა.

დაკრძალვის ცერემონიამდე, გუშინ, ოთარ ღვინაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი თბილისში გაიმართა, სადაც პრემიერ-მინისტრმა, შინაგან საქმეთა მინისტრთან და მთავრობის წევრებთან ერთად, დაღუპული პოლიციელის ხსოვნას პატივი მიაგო და გარდაცვლილის ოჯახის წევრებს პირადად მიუსამძიმრა.

შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, საგარეჯოში მომხდარი თავდასხმის დროს დაღუპული პოლიციელი – ოთარ ღვინაშვილი დაჯილდოვდა სამინისტროს I ხარისხის მედლით – „განსაკუთრებული დამსახურებისათვის“, – აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისათვის, 20 იანვრის ღამეს, საგარეჯოში მომხდარი შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 5 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი. გარდაცვლილთაგან 1 პოლიციელი, 4 კი იმ კორპუსის მცხოვრებია, სადაც ყოფილმა სამხედრომ ცეცხლი გახსნა.

გამოძიების ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან რამდენიმე გასროლა 1974 წელს დაბადებულმა ნ.ა. განახორციელა.

მათივე ცნობით, აღნიშნულმა პირმა, მოგვიანებით, სპეცდანიშნულების რაზმის გამოჩენისთანავე, სავარაუდოდ, თვითლიკვიდაცია განახორციელა.

ამავე თემაზე:

„გმირი კაცი მყავდა, 2 დღის წინ შვილს ომის ამბებს უყვებოდა, როგორ გამოიყვანა დაჭრილები თავისი ხელით“ – ოთარ ღვინაშვილის მეუღლე

„დღეს რომ ცოცხალი ვარ, გიორგის დამსახურებაა, დიდი ალბათობით, სისხლისგან დავიცლებოდი..“ – საგარეჯოში დაჭრილი პირი და მოქალაქე, რომელმაც 3 ადამიანი გადაარჩინა, ტრაგიკული ღამის დეტალებს იხსნებენ

„მდგომარეობა უმძიმესია, ჯერჯერობით საიმედოდ არაფრის თქმა შემიძლია“ – ექიმი საგარეჯოში დაჭრილ მამაკაცზე

„გაიცანით მეგობრებო!!! ეს ბიჭი ტყვიების წვიმაში მივიდა და სამი დაჭრილი გადაარჩინა სიკვდილს!!! გმირი ხარ, გმირი“ – ვინ არის მოქალაქე, რომელმაც საგარეჯოში დაშავებულები გადაარჩინა

ცნობილია საგარეჯოში ყოფილი სამხედროს მიერ მოკლული ოთხი ახალგაზრდის ვინაობა

გარდაცვლილთა შორის არის ზაქრო მათიაშვილი, სამაგალითო მოხალისე საგარეჯოდან, მადლობა, რომ მუდამ იყავი ჩვენს გვერდით – საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები