LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გმირი კაცი მყავდა, 2 დღის წინ შვილს ომის ამბებს უყვებოდა, როგორ გამოიყვანა დაჭრილები თავისი ხელით“ – ოთარ ღვინაშვილის მეუღლე

234
BeFunky-collage - 2023-01-22T002709.527

გმირი კაცი მყავდა, გმირი მამა იყო. თავის შვილსაც რჩევა-დარიგებებს აძლევდა, – აღნიშნულის შესახებ საგარეჯოში მომხდარი სროლის შედეგად გარდაცვლილი პოლიციელის, ოთარ ღვინაშვილის მეუღლე “მთავარ არხთან” საუბრობს.

მედიასთან შვილის შესახებ ოთარ ღვინაშვილის დედამაც ისაუბრა:

“ძალიან კეთილი ბავშვი იყო თავიდანვე, ძალიან მამაცი. მამაც ომის ვეტერანი იყო, ესეც. კიდე სხვისი სიცოცხლე იხსნა. მადლობელი ვარ უფლისა, რომ გმირი ქმარი და შვილი მყავდა. არ ხარ შენ მკვდარი შვილი, არ დაგკარგავს შენ არც ღმერთი და არც ქვეყანა. გმირებს ქვეყანა არ კარგავს შვილი”, – ამბობს გარდაცვლილი ოთარ ღვითაშვილის დედა.

როგორც ღვინაშვილის მეუღლე იხსენებს, მისი ქმარი შვილებს უყვებოდა ომის ამბებს, თავისი ხელით როგორ გამოიყვანა დაჭრილი ბიჭები.

“გმირი კაცი მყავდა, გმირი მამა იყო. თავის შვილსაც ჩვევა-დარიგებებს აძლევდა 2 დღის უკან ომის ამბებს უყვებოდა, თავისი ბიჭები როგორ გამოიყვანა დაჭრილები თავისი ხელით. მამა-შვილი ერთად ტიროდნენ, ორი შვილი, ერთი ბიჭი ერთი გოგო”, – საუბრობს ოთარ ღვინაშვილის მეუღლე.

როგორც ცნობილია, პოლიციელმა ოთარ ღვინაშვილმა გმირული საქციელი ჩაიდინა და დაჭრილ მოქალაქეს გადაეფარა.

საგარეჯოში მომხდარმა სროლამ ოფიციალური ინფორმაციით, 5 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის შსს-ს თანამშრომლის, დაჭრილია 5 მოქალაქე.

უწყების ცნობით, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან რამდენიმე გასროლა 1974 წელს დაბადებულმა პირმა განახორციელა. აღნიშნულმა პირმა, მოგვიანებით, სპეცდანიშნულების რაზმის გამოჩენისთანავე, სავარაუდოდ, თვითლიკვიდაცია განახორციელა. დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

მოკლულთა ცხედრები ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული, მათ შორის ექსპერტიზაზე გადაასვენეს თავად ყოფილი სამხედროც, რომელმაც მეზობლებს და ადგილზე გამოძახებულ პოლიციას ცეცხლი გაუხსნა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით გრძელდება.

„სახლში იყო შვილი, ვერაფერს გვეუბნება, გამოვიქეციო..“ – საგარეჯოში მომხდარი შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 5 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი

თვითმხილველი: დაჭრილი 2 საათი სახლში მყავდა, ჭრილობა დავამუშავე, გარეთ ვერ გავდიოდი, მეშინოდა

„საკუთარი შვილი მძევლად ჰყოლია აყვანილი.. ვინც გაეკარა, მიცვალებულებთან მივიდა, ყველას მიაყარა ავტომატი.. ორივე აივნიდან ისროდა – ხან ერთზე გადიოდა, ხან მეორეზე“ – რა ვიცით საგარეჯოში მომხდარზე და რას ჰყვებიან თვითმხილველები

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g