LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შოკისმომგვრელი იყო.. ბოლომდე მჯეროდა, რომ სიზმარი იყო – რას ჰყვება საგარეჯოში სროლისას დაჭრილი

287
დაჭრილი

საგარეჯოში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაშავებულებიდან საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსში“ სამი პაციენტი რჩება.

როგორც საქართველოს „გირჩი- მეტი თავისუფლების“ საგარეჯოს რაიონული ორგანიზაციის წევრმა, ვალერი მათიაშვილმა განუცხადა, ის გვიან ღამით მაღაზიაში იმყოფებოდა და გამოსვლისას გაიგო ხალხის ყვირილი, რა დროსაც შენობაში შებრუნება სცადა და დაიჭრა.

საგარეჯოში მომხდარის შედეგად ჩვენი პარტიის წევრია დაჭრილი – „გირჩი – მეტი თავისუფლება“

„პირველ რიგში, მინდა, მივუსამძიმრო გარდაცვლილთა ოჯახებს. მაღაზიაში ვიყავი, 00:30 საათისთვის. გამოსვლისას დავინახე 10-მდე ადამიანი, რომლებიც მაღაზიის მიმართულებით მორბოდნენ, ასევე სხვადასხვა მიმართულებითაც. ყვიროდნენ, დაიმალეთ, დაწექით, ვიღაც პირი შეიარაღებულია და გარეთ გარდაცვლილები არიანო.

შოკისმომგვრელი იყო.. ბოლომდე მჯეროდა, რომ სიზმარი იყო, იმიტომ, რომ ძალიან არარეალური იყო. უცებ ატყდა სროლა ადამიანები გარბოდნენ უმისამართოდ, დარბოდნენ და ყვიროდნენ, რომ „დაიმალეთ, დაწექით!“. პირველი რაც გავაკეთე, მივბრუნდი, რათა მაღაზიის თანამშრომელი გამეფრთხილებინა, დამალულიყო და უსაფრთხო ადგილას გადასულიყო. შენობაში შესვლისას კართან დამხვდა ეს ადამიანი. ამ დროს გავიგე გასროლის ხმა და ვიგრძენი წვა, მივხვდი, რომ ტყვია მომხვდა. შემდეგ გავიგე ამ გოგოს ყვირილი, თვალიო. როგორც მივხვდი, შუშის ნამსხვრევებით დაიჭრა. იქ იყო კიდევ ერთი ადამიანი, გამვლელი, რომელსაც მაღაზიაში თავის შეფარება უნდოდა და ვეღარ შემოასწრო. როგორც მერე გავიგე, მასაც ფეხში ჰქონდა გამჭოლი ჭრილობა“, – აღნიშნა ვალერი მათიაშვილმა პირველ არხთან საუბრისას.

ცნობისთვის, გუშინ, გვიან ღამით, საგარეჯოს რაიონში თავდასხმა მოხდა. ოფიციალური ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს ყოფილმა თანამშრომელმა, რომელიც სახლის აივნებიდან ისროდა, 5 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის შსს-ს თანამშრომლის, დაჭრილია 5 მოქალაქე.

უწყების ცნობით, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან რამდენიმე გასროლა 1974 წელს დაბადებულმა პირმა განახორციელა. აღნიშნულმა პირმა, მოგვიანებით, სპეცდანიშნულების რაზმის გამოჩენისთანავე, სავარაუდოდ, თვითლიკვიდაცია

ამავე თემაზე:

„სახლში იყო შვილი, ვერაფერს გვეუბნება, გამოვიქეციო..“ – საგარეჯოში მომხდარი შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 5 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი

„საკუთარი შვილი მძევლად ჰყოლია აყვანილი.. ვინც გაეკარა, მიცვალებულებთან მივიდა, ყველას მიაყარა ავტომატი.. ორივე აივნიდან ისროდა – ხან ერთზე გადიოდა, ხან მეორეზე“ – რა ვიცით საგარეჯოში მომხდარზე და რას ჰყვებიან თვითმხილველები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები