LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვიჩია: საჭიროა მოსახლეობას იარაღის ტარების უფლება ჰქონდეს – შანსი უნდა მივცეთ ადამიანებს, შეიარაღებული მოძალადეებისგან თავი დაიცვან

190
BeFunky-collage (1)

„საჭიროა მოსახლეობას იარაღის ტარების უფლება ჰქონდეს – შანსი უნდა მივცეთ ადამიანებს, შეიარაღებული მოძალადეებისგან თავი დაიცვან, ისინი უშანსოდ გვყავს დატოვებული მოძალადესთან“, – ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან საგარეჯოში მომხდართან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, იარაღის ლეგალიზება მსგავსი ტრაგედიების თავიდან აცილების აბსოლუტური გარანტია არ არის, მაგრამ მოქალაქეებს მისცემს შანსს თავი დაიცვან და ეს მსხვერპლს შეამცირებს.

„საშინელი შემთხვევა მოხდა, შეძრა საქართველოს მოსახლეობა. რაც შეეხება იმას, თუ რა ღონისძიებები უნდა გატარდეს იმასთან დაკავშირებით, რომ დამნაშავეს ჰქონდა უკანონოდ იარაღი, როგორც აქამდეც ბევრჯერ გვითქვამს, დამნაშავე ყოველთვის შეიძენს უკანონოდ იარაღს.

მათიკაშვილი: მსგავს ფაქტებს ადგილი ჰქონია შეერთებულ შტატებში და ევროპულ ქვეყნებშიც - ქართული საკანონმდებლო სივრცე საკმაოდ მკაცრია იარაღთან მიმართებით და კიდევ უფრო მკაცრდება

„იქნება ცვლილებები შეტანილი კანონმდებლობაში, რეგისტრირებული იარაღის გადატანასთან, სანადირო იარაღად მიჩნევასთან დაკავშირებით და ა.შ. რეგულაციები კიდევ უფრო მეტად გამკაცრდება.“ – განაცხადა მათიკაშვილმა.

იმისთვის, რომ უკანონოდ შეძენილი იარაღიდან თავი დაიცვას მოსახლეობამ, ამისთვის საჭიროა მოსახლეობას ჰქონდეს იარაღის ტარების უფლება და ნაცვლად იმ პოლიტიკისა, რაც ახლა გვაქვს, ყოველდღიურად რომ მკაცრდება ეს მიმართულება, პირიქით უნდა ვიქცეოდეთ.

წარმოიდგინეთ, ადამიანებს, ვინც ამ შემთხვევის დროს დაიჭრნენ და დაიღუპნენ, თავადაც ჰქონოდათ იარაღი, ერთ-ერთს მაინც რომ ჰქონოდა და ჰქონოდათ შანსი, თავი დაეცვათ…

ჩემი აზრით, თუ რაიმე უნდა გავაკეთოთ, არის ის, რომ შანსი მივცეთ ადამიანებს, შეიარაღებული მოძალადეებისგან თავი დაიცვან, თორემ შეიარაღებული მოძალადეები ყოველთვის იარსებებენ თუ ისინი ძალადობას გადაწყვეტენ.

მე არ ვიცი, მეტი რა ტრაგედია უნდა მომხდარიყო, ვინც დაიღუპა, ერთ-ერთს მაინც რომ იარაღი ჰქონოდა, მაქსიმუმ მოძალადე მოეკლათ. მე არ ვამბობ, რომ ეს აბსოლუტური გარანტიაა და საზოგადოებაში, სადაც იარაღი არსებობს, იქ არ შეიძლება მოხდეს ტრაგედიები.

მე მხოლოდ ვსაუბრობ შანსზე, ჩვენ ასეთი ტიპის რეგულირებებით მოსახლეობა უშანსოდ გვყავს დატოვებული მოძალადესთან, თორემ პოლიციელიც დაიღუპა და მას ჰქონდა იარაღი, მაგრამ შანსი, როცა უფრო მეტი შეიარაღებული ადამიანი დამნაშავის წინააღმდეგ, მსხვერპლის რიცხვს შეამცირებს”, – განაცხადა ხვიჩიამ.

ცნობილია საგარეჯოში, ყოფილი სამხედროს მიერ მოკლული ოთხი ახალგაზრდის ვინაობა

ცნობისთვის, გუშინ, გვიან ღამით, საგარეჯოს რაიონში თავდასხმა მოხდა. ოფიციალური ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს ყოფილმა თანამშრომელმა, რომელიც სახლის აივნებიდან ისროდა, 5 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის შსს-ს თანამშრომლის, დაჭრილია 5 მოქალაქე.

უწყების ცნობით, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან რამდენიმე გასროლა 1974 წელს დაბადებულმა პირმა განახორციელა. აღნიშნულმა პირმა, მოგვიანებით, სპეცდანიშნულების რაზმის გამოჩენისთანავე, სავარაუდოდ, თვითლიკვიდაცია განახორციელა.

ამავე თემაზე:

„მთელი საქართველო ლოცულობს დაშავებულთა ჯანმრთელობისთვის“ – საგარეჯოში მომხდარი თავდასხმის გამო ქვეყნის პირველი პირები მწუხარებას გამოთქვამენ

„სამხედროების სხეულს, ფსიქიკას და მომავალს სახელმწიფოები ეპატრონებიან და ხშირად ართმევენ. ეს ტრავმის მაწარმოებელი სტრუქტურაა და მათზე გაორმაგებული სოციალური მხარდაჭერაა მნიშვნელოვანია“ – თამთა მიქელაძე

საგარეჯოში სროლის დროს პოლიციელი ერთ-ერთ მოქალაქეს გადაეფარა, რა დროსაც სასიკვდილოდ დაიჭრა

„სახლში იყო შვილი, ვერაფერს გვეუბნება, გამოვიქეციო..“ – საგარეჯოში მომხდარი შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 5 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი

თვითმხილველი: დაჭრილი 2 საათი სახლში მყავდა, ჭრილობა დავამუშავე, გარეთ ვერ გავდიოდი, მეშინოდა

„საკუთარი შვილი მძევლად ჰყოლია აყვანილი.. ვინც გაეკარა, მიცვალებულებთან მივიდა, ყველას მიაყარა ავტომატი.. ორივე აივნიდან ისროდა – ხან ერთზე გადიოდა, ხან მეორეზე“ – რა ვიცით საგარეჯოში მომხდარზე და რას ჰყვებიან თვითმხილველები

ვინ არის საგარეჯოში სროლის შედეგად გარდაცვლილი პოლიციელი – რა ინფორმაციას ავრცელებს შსს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები