LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მთელი საქართველო ლოცულობს დაშავებულთა ჯანმრთელობისთვის“ – საგარეჯოში მომხდარი თავდასხმის გამო ქვეყნის პირველი პირები მწუხარებას გამოთქვამენ

185
776

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელმაც პოლიციის თანამშრომლის და ოთხი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ფეისბუქზე წერს.

მთავრობის მეთაური სამძიმარს და თანაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელმაც პოლიციის თანამშრომლის და ოთხი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. გულწრფელ სამძიმარს და თანაგრძნობას ვუცხადებ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, ახლობლებს, გმირი პოლიციელის კოლეგებს და მთელ შინაგან საქმეთა სამინისტროს. თავდასხმის შედეგად დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ”, – აღნიშნავს პრემიერი.

პრეზიდენტი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის გამო. ვუსამძიმრებ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს

პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საგარეჯოში მომხდარ თავდასხმას ეხმაურება და დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს

მომხდართან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

როგორც კობახიძე ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე წერს, ქედს იხრის გმირულად დაღუპული პოლიციელის წინაშე.

„ვუსამძიმრებ საგარეჯოში დატრიალებული ტრაგედიის დროს დაღუპულთა ოჯახებს, მეგობრებსა და ახლობლებს. ქედს ვიხრი გმირულად დაღუპული პოლიციელის, ოთარ ღვინაშვილის წინაშე“, – წერს ირაკლი კობახიძე.

დედაქალაქის მერი და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის დროს გარდაცვლილების, მათ შორის პოლიციელის ოჯახის წევრებსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სამძიმარს უცხადებს.

როგორც კალაძე სოციალურ ქსელში წერს, ამ მძიმე წუთებში მთელი საქართველო ლოცულობს დაშავებულთა ჯანმრთელობისთვის.

„შეძრწუნებული ვარ საგარეჯოში მომხდარი შემზარავი ტრაგედიით. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს, მათ ახლობლებს, მთელ საქართველოს! დაღუპულთა შორის არის პოლიციის თანამშრომელი, რომელიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა. მინდა, სამძიმარი გამოვუცხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, მინისტრ ვახტანგ გომელაურს! ამ მძიმე წუთებში მთელი საქართველო ლოცულობს დაშავებულთა ჯანმრთელობისთვის. მათ მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ!“,- აცხადებს კახა კალაძე.

საგარეჯოში მომხდარი თავდასხმის გამო მწუხარებას გამოთქვამს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საგარეჯოში დატრიალებული ტრაგედიის გამო. დაიღუპნენ უდანაშაულო ადამიანები და გმირი პოლიციელი, რისი გააზრებაც ძალიან მძიმეა. მათი ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ერთად ამ ტრაგედიას თითოეული ჩვენგანი გლოვობს. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახის წევრებს და ახლობლებს, სრულიად საქართველოს. დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას და ოჯახებში დაბრუნებას ვუსურვებ“. – წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

ამავე თემაზე:

„სახლში იყო შვილი, ვერაფერს გვეუბნება, გამოვიქეციო..“ – საგარეჯოში მომხდარი შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 5 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი

ვინ არის საგარეჯოში სროლის შედეგად გარდაცვლილი პოლიციელი – რა ინფორმაციას ავრცელებს შსს

თვითმხილველი: დაჭრილი 2 საათი სახლში მყავდა, ჭრილობა დავამუშავე, გარეთ ვერ გავდიოდი, მეშინოდა

„საკუთარი შვილი მძევლად ჰყოლია აყვანილი.. ვინც გაეკარა, მიცვალებულებთან მივიდა, ყველას მიაყარა ავტომატი.. ორივე აივნიდან ისროდა – ხან ერთზე გადიოდა, ხან მეორეზე“ – რა ვიცით საგარეჯოში მომხდარზე და რას ჰყვებიან თვითმხილველები

„სამხედროების სხეულს, ფსიქიკას და მომავალს სახელმწიფოები ეპატრონებიან და ხშირად ართმევენ – ეს ტრავმის მაწარმოებელი სტრუქტურაა და მათზე გაორმაგებული სოციალური მხარდაჭერა მნიშვნელოვანია“ – თამთა მიქელაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები