LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცნობილია საგარეჯოში ყოფილი სამხედროს მიერ მოკლული ოთხი ახალგაზრდის ვინაობა

260
დაღუპულები1

წუხელ საგარეჯოში უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა. ღამით მოულოდნელად სროლა დაიწყო რუსთაველისა და კოსტავას ქუჩების კვეთაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსთან. ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი თავისი ბინის აივნიდან სხვადასხვა მიმართულებით ისროდა, რაც შემზარავი ტრაგედიით დასრულდა. გასროლის შედეგად მამაკაცმა 5 ახალგაზრდა მოკლა და 5 დაჭრა, მათგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია. 

შინაგან საქმეთა მინისტრმა სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ თქვა, თავდამსხმელი ყოფილი სამხედროა, ამავე კორპუსში მცხოვრები 49 წლის ნოდარ ათუაშვილი, რომელმაც სიცოცხლე უწყების ცნობით, თვითმკვლელობით დაასრულა.

მოკლული ახალგაზრდები არიან საგარეჯოში მცხოვრები: ზაქარია მათიაშვილი, ზაზა ჩიხლაძე, ნოდარ რჩეულიშვილი და დავით ნასრაძე, ხოლო მეხუთე მოკლული პირი პოლიციელი ოთარ ღვინიაშვილია.

სოციალურ ქსელში ვრცელდება შემთხვევის შედეგად გარდაცვლილის ფოტოები.

 

ზაქარია მათიაშვილი.

ნოდარ რჩეულიშვილი.

დავით ნასრაძე.

ზაზა ჩიხლაძე.

 

ოფიციალური ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს ყოფილმა თანამშრომელმა, რომელიც სახლის აივნებიდან ისროდა, 5 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის შსს-ს თანამშრომლის, დაჭრილია 5 მოქალაქე.

უწყების ცნობით, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან რამდენიმე გასროლა 1974 წელს დაბადებულმა პირმა განახორციელა. აღნიშნულმა პირმა, მოგვიანებით, სპეცდანიშნულების რაზმის გამოჩენისთანავე, სავარაუდოდ, თვითლიკვიდაცია განახორციელა.

ამავე თემაზე:

„სახლში იყო შვილი, ვერაფერს გვეუბნება, გამოვიქეციო..“ – საგარეჯოში მომხდარი შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 5 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი

თვითმხილველი: დაჭრილი 2 საათი სახლში მყავდა, ჭრილობა დავამუშავე, გარეთ ვერ გავდიოდი, მეშინოდა

„საკუთარი შვილი მძევლად ჰყოლია აყვანილი.. ვინც გაეკარა, მიცვალებულებთან მივიდა, ყველას მიაყარა ავტომატი.. ორივე აივნიდან ისროდა – ხან ერთზე გადიოდა, ხან მეორეზე“ – რა ვიცით საგარეჯოში მომხდარზე და რას ჰყვებიან თვითმხილველები

„სამხედროების სხეულს, ფსიქიკას და მომავალს სახელმწიფოები ეპატრონებიან და ხშირად ართმევენ – ეს ტრავმის მაწარმოებელი სტრუქტურაა და მათზე გაორმაგებული სოციალური მხარდაჭერა მნიშვნელოვანია“ – თამთა მიქელაძე

„მთელი საქართველო ლოცულობს დაშავებულთა ჯანმრთელობისთვის“ – საგარეჯოში მომხდარი თავდასხმის გამო ქვეყნის პირველი პირები მწუხარებას გამოთქვამენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები