LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „სამწუხაროდ ეს ბევრს არ აქვს“ – როგორი მამაკაცები მოსწონს ნინი ბადურაშვილს

799
BeFunky-collage (3)

„პრაიმ შოუს“ ეთერში, ამავე გადაცემის ერთ-ერთმა წამყვანმა, ცნობილმა მომღერალმა, ნინი ბადურაშვილმა ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორი მამაკაცები მოსწონს.

როგორც ნინიმ აღნიშნა, მას კაცში თავდაჯერებულობა იზიდავს. მისთვის ასევე მნიშვნელოვანია, მამაკაცი იყოს ყურადღებიანი და გააჩნდეს სიყვარულის უნარი, რაც ნინის თქმითვე, ყველას არ აქვს.

„მომწონს თავდაჯერებული თავის საქმეში, თავის პიროვნებაში. მიზანდასახული, მშრომელი. ერთგულება, პატივისცემა, ყურადღება ძალიან მნიშვნელოვანია.

სიყვარულის უნარი უნდა გააჩნდეს, ბევრს არ გააჩნია სხვათა შორის სიყვარულის უნარი, არ შეუძლია,“ – აღნიშნა ნინიმ.

ანრი ჯოხაძემ კი ნინის ასე უპასუხა:

„ამ თვისებებს რაც შენ ჩამოთვალე, აგვირგვინებს მამაკაცში ყველაზე თვალსაჩინო თვისება – პასუხისმგებლობა“

ნინიმ კი აღნიშნა, რომ, სამწუხაროდ, პასუხისმგებლობის გრძნობა ბევრს არც გააჩნია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g