LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „საუკეთესო შეგრძნებაა, როდესაც მთელი მსოფლიო გიცნობს და შენზე სტატუსები იწერება” – 11 წლის ბარბარე მახათაძე, რომელმაც ესპანური „ვოისის“ ჟიურის 4-ვე წევრი შემოატრიალა საკუთარ ემოციებს გვიზიარებს

719
BeFunky-collage - 2023-05-28T233730.075

11 წლის ბარბარე მახათაძე, ესპანურ „ვოისში“ იღებს მონაწილეობას, სადაც მისმა წარმატებამ მთელი საქართველო გაახარა.

აღსანიშნავია, რომ ქართველმა გოგონამ ჟიურის აღფრთოვანება გამოიწვია და ოთხივე მწვრთნელის შემოტრიალება შეძლო.

ვიდეო: „ამ ასაკში რამხელა მიღწევაა.. სუპერ შესრულება იყო“ – ბარბარე მახათაძემ ესპანური „ვოისის“ ოთხივე მწვრთნელის შემოტრიალება შეძლო

ბარბარე გადაცემაში „ჩვენი ოჯახი” საკუთარ განცდებსა და ემოციებზე საუბრობს. როგორც მომღერალი აღნიშნავს სცენაზე ყოფნისას საერთოდ არ ნერვიულობდა.

„ესპანურ „ვოისში” მივიღე მონაწილეობა და არ ვიცი ამხელა სცენაზე დადგომა როგორ გავბედე. ძალიან მინდოდა იქაური ხალხი გამეცნო და ამ საოცარ კონკურსში მონაწილეობა მიმეღო. ჩემი თავის გამიკვირდა, სცენაზე რომ ვიდექი, საერთოდ არ ვნერვიულობდი.

საუკეთესო შეგრძნებაა, როდესაც მთელი მსოფლიო გიცნობს და შენზე სტატუსები იწერება. ამაზე კარგი ემოცია ალბათ არ არსებობს. არასოდეს არ ვარ ჩემი ნამღერით კმაყოფილი, მუდამ რაღაცის ძიებაში ვარ”, – საუბრობს ბარბარა მახათაძე.

ამასთან, ემოციური იყო კადრები, როცა ბარბარემ კონკურსში თავისი მწვრთნელი აირჩია.

როგორც ვნახეთ, ჟიურის არჩეული წევრი ბარბარეს გადაწყვეტილებამ ისე გაახარა, ემოციები ვერ დამალა და გოგონა ხელშიც კი აიტაცა.

„მე ბარბარე ვარ, საქართველოდან“ – ესპანური „ვოისის“ კონკურსანტი მწვრთნელმა ხელში აიტაცა

ბარბარეს მთელი საქართველო გულშემატკივრობს და ველოდებით მის მორიგ გამოსვლებს ესპანური „ვოისში“ კონკურსში.

„დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ“ – ბარბარე მახათაძე, რომელმაც ესპანური „ვოისის“ ჟიურის 4-ვე წევრი შემოიატრიალა, „რანინელია“ – ნახეთ გოგონას შესანიშნავი გამოსვლები პროექტში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g