LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ“ – ბარბარე მახათაძე, რომელმაც ესპანური „ვოისის“ ჟიურის 4-ვე წევრი შემოიატრიალა, „რანინელია“ – ნახეთ გოგონას შესანიშნავი გამოსვლები პროექტში

1440
fot (1)

11 წლის ბარბარე მახათაძის წარმატებამ ცოტა ხნის წინ მთელი საქართველო გაახარა.

ბარბარე, ესპანურ „ვოისში“ იღებს მონაწილეობას.

აღსანიშნავია, რომ ქართველმა გოგონამ ჟიურის აღფრთოვანება გამოიწვია და ოთხივე მწვრთნელის შემოტრიალება შეძლო.

ვიდეო: „ამ ასაკში რამხელა მიღწევაა.. სუპერ შესრულება იყო“ – ბარბარე მახათაძემ ესპანური „ვოისის“ ოთხივე მწვრთნელის შემოტრიალება შეძლო

ემოციური იყო კადრები, როცა ბარბარემ თავისი მწვრთნელი აირჩია.

როგორც ვნახეთ, ჟიურის არჩეული წევრი ბარბარეს გადაწყვეტილებამ ისე გაახარა, ემოციები ვერ დამალა და გოგონა ხელშიც კი აიტაცა.

„მე ბარბარე ვარ, საქართველოდან“ – ესპანური „ვოისის“ კონკურსანტი მწვრთნელმა ხელში აიტაცა

ბარბარეს მთელი საქართველო გულშემატკივრობს და ველოდებით მის მორიგ გამოსვლებს ესპანური „ვოისში“ კონკურსში.

„ფორტუნა“, რა თქმა უნდა, მის ყველა ნაბიჯს შეგატყობინებთ.

მანამდე კი, გავიხსენოთ ის შესანიშნავი გამოსვლები, რაც ბარბარე მახათაძეს საქართველოში ჰქონდა.

ბარბარამ მსმენელს თავი საბავშვო კონკურსიდან „რანინა“ დაამახსოვრა.

პროექტ „რანინას“ ერთ-ერთ ტურში, სადაც ბავშვებმა უცხოური კომპოზიციები შეასრულეს, ბარბარემ გერმანულ ენაზე იმღერა სიმღერა, სახელწოდებით Ich Hab’ Noch Einen Koffer In Berlin.

ერთ-ერთი გერმანელი მსმენელი აღნიშნავს, რომ ასეთ შესანიშნავ ნამღერს ქართველი შემსრულებლისგან არ ელოდა და ის გოგონას დიდი გულშემატკივარია.

საოცრად ემოციური იყო ბარბარეს გამოსვლა პროექტის ფინალურ შოუში.

გოგონამ „მე საიდუმლოს შენახვა ვიცი“ შეასრულა და ყველა აღაფრთოვანა.

„ასე გრძნობდე მუსიკას, ასეთი პატარა გოგო იშვიათობაა,“ – წერს ერთ-ერთი მსმენელი.

 

საოცარი დუეტი ჰქონდათ პროექტის ფარგლებში ბარბარეს და ჯგუფ The Quintessence-ს.

მათ ერთობლივად შეასრულეს სიმღერა „გოგონა და ბატი“ და მსმენელის მხრიდან უამრავი დადებითი შეფასება დაიმსახურეს.

 

არანაკლებ ემოციური იყო ბარბარე მახათაძის და ჯგუფ „შავნაბადას“ კოლაბორაცია.

მათ „ყოველ სნეულებაზე“ ერთობლივად იმღერეს და უწყვეტი ტაშიც დაიმსახურეს.

„ერთი დიდი სიამოვნებაა თქვენი მოსმენა“ – წერს მსმენელი.

 

ბარბარემ პროექტ „რანინას“ მეორე ტურში Someday My Prince Will Come შეასრულა, სადაც არამარტო ვოკალური, არამედ თავისი არტისტული მონაცემებიც შესანიშნავად გამოავლინა.

„რა შესრულება, რა ხმა, რა ვიზუალი და არტისტიზმი. ყველაფერია ამ გოგოში“ – წერს აღფრთოვანებული მსმენელი.

 

„ფორტუნა“ ბარბარე მახათაძეს წარმატებებს უსურვებს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები