LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: შალვა ნათელაშვილი შემოდგომაზე გაზაფხულს ელოდება

156
13698133-1278136225532866-3600526233987130808-o

საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი აცხადებს, რომ ხშირია შემთხვევა, როდესაც ერთ პარტიაში ჭირს ერთიანი კანდიდატის წარდგენა, თუმცა შალვა ნათელაშვილი იმედოვნებს, რომ პოლიტიკურ პარტიებს სამშობლო უყვართ და ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რათა მაჟორიტარულ ოლქებში ერთ საერთო კანდიდატზე მოხდეს შეთანხმება. ნათელაშვილმა ამის შესახებ პარტიაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ოპოზიციის ერთიანობამ სასურველი შედეგი მოიტანა, რაც გამოიხატება რამდენიმე პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებაში, პროპორციულ არჩევნებზე გადასვლასა და მაჟორიტარული სისტემის მორყევაში.

“მინგრეულია ოლიგარქიულ-მაჟორიტარული სისტემა, ქვეყანა გადადის პროპორციულ არჩევნებზე, განთავისუფლდა პოლიტპატიმართა დიდი უმრავლესობა, რეჟიმის მეთაური ივანიშვილი სანქცირების კანდიდატია დასავლეთსა და აშშ-ში, ყველა საფუძველი გვაქვს იმისათვის, რომ შემოდგომაზე საქართველოში დავაყენოთ გაზაფხული”, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

 

https://www.facebook.com/TvMtavari/videos/3496097277071221/UzpfSTEzMTkwNjk4NjgyMjQ2ODozMzY4NjQzMjQ5ODE1NDc2/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები