ქართველი მომღერალი, თათია კობალაძე ყაზახურ „ვოისში“ მონაწილეობს. „ძალიან მინდა, რომ გადავიდე შემდეგ ეტაპზე. ერთი ნაბიჯი მაკლია პირდაპირ ეთერებამდე და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სიმღერა, რომელიც მომცეს, ძალიან რთულია, მსოფლიო ჰიტია და ვფიქრობ, რომ ეს სიმღერა გამარჯვებას მომიტანს, ის ჩემს სიყვარულსაც ასახავს ჩემი მეუღლის მიმართ. გავიმარჯვე სიმსივნეზე და ღმერთმა იმიტომ მაჩუქა მეორე სიცოცხლე, რომ გამარჯვებისთვის მებრძოლა, ვყოფილიყავი ვარსკვლავით და ვყოფილიყავი ჩემი შვილების გვერდით“, აღნიშნა ნოკაუტის ტურში გამოსვლამდე თათიამ ტელეინტერვიუში.
შემდეგ კი გამოვიდა და შეიძლება ითქვას, ნამდვილი ფურორი მოახდინა. მან უიტნი ჰიუსტონის I Will Always Love You