5 ივნისს ჯარჯი თორაძემ და თათია შარანგიამ ხელი მოაწერე და ჯვარი დაიწერეს.
„გახსოვდეთ, სიყვარულია ის, რაც ყველაზე მეტად გჭირდებათ“, ეწერა მოსაწვევზე, რომელიც ქორწილის სტუმრებმა მიიღეს.
ქორწილის სტუმრების სოციალურ ქსელებში ასევე გამოჩნდა საინტერესო დეტალები, ისეთი, როგორიც მაგალითად, სიძე-პატარძლის ვნებიანი კოცნაა…
ქორწილის კიდევ ერთი ემოციური მომენტი იყო, როდესაც თათია შარანგიას ვაჟი, ედუ შევარდნაძე დედას და ჯარჯი თორაძეს ჩაეხუტა. ედუ თეთრ ჩოხაში იყო გამოწყობილი.
„სიყვარული არის სიყვარული მარად“, წერს ჯარჯი თორაძე და საყვარელი ქალისთვის გადაღებულ ფოტოს გვიზიარებს.
ვიდეო: თათია შარანგია დაქორწინდა – კადრები ულამაზესი ცერემონიალიდან