LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: “თუ ნიკა მელიას არ აირჩევენ, პარტია დაიშლება” – ანზორ მელია

114
BeFunky-collage - 2022-11-29T005822.816

თუ ნიკა მელიას არ აირჩევენ, პარტია დაიშლება, – აღნიშნულის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა და ნიკა მელიას მამამ, ანზორ მელიამ “თავისუფალ სივრცეში” საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, იყო შემთხვევები, როდესაც ეს პარტია დაშლას სწორედ ნიკა მელიამ გადაარჩინა.

“თუ მელიას არ აირჩევენ,  ეს პარტია დაიშლება…ნიკა მელიამ არ გადაარჩინა დაშლას? როდესაც ევროქოცებმა შექმნეს ახალი პარტია. მაშინ ნულიდან დაიწყეს. ნიკა მელიამ არ გადადო თავი და ციხეში არ ჩაჯდა? ნიკას არ უღალატეს როდესაც გამოსული არ იყო ციხიდან, რომ შევარდნენ პარლამენტში? ახლა მიშას არ ღალატობენ ? ახლა არჩევნების დროა”, – საუბრობს ანზორ მელია.

ამავე თემაზე:

“გვავიწყდება მთავარი გამოწვევა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის უმძიმესი მდგომარეობა” – ნიკა მელია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები