LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ტყუ­ი­ლე­ბის დო­ნემ, აპო­თე­ოზს მი­აღ­წია…თავი დამანებეთ კომკავშირელებო! მესმის, რომ დავალებული გაქვთ ჩემი დაკნინება…“ – მაქსიმ გალკინს რუსეთში მკვლელობას აბრალებენ

3913
მაქსიმ გალკინი

ცნობილი შომენი მაქსიმ გალკინი რუ­სუ­ლე­ნო­ვან პორ­ტალ­ “StarHit”-ზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, სადაც წერია, რომ ის­რა­ელ­ში გა­და­სახ­ლე­ბუ­ლი ცნო­ბი­ლი შო­უ­მე­ნი ად­გი­ლობ­რივ­მა პო­ლი­ცი­ამ მა­მა­კა­ცის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე და­კი­თხა და ბრალ­დე­ბუ­ლად აღი­ა­რა. მაქსიმ გაკლინი გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომ „რუ­სეთ­ში შეკ­ვე­თი­ლი ტყუ­ი­ლე­ბის დო­ნემ, რო­მელ­საც მასზე მე­დი­ა­ში წე­რენ, აპო­თე­ოზს მი­აღ­წია“.

როგორც მაქსიმ გალკინი აცხადებს, მისთვის გაუგებარია რატომ იგობენენ მასზე ყვითელ უხამს ამბებს.

ცნობილი შოუმენი მათ მოუწოდებს გონს მოეგონ.

„რუ­სეთ­ში შეკ­ვე­თი­ლი ტყუ­ი­ლე­ბის დო­ნემ, რო­მელ­საც ჩემ­ზე მე­დი­ა­ში წე­რენ, აპო­თე­ოზს მი­აღ­წია. დღეს პა­ტივ­ცე­მულ­მა გა­მო­ცე­მებ­მა გა­ავ­რცე­ლეს ინ­ფორ­მა­ცია, რომ მე ვარ ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი ვი­ღა­ცის მკვლე­ლო­ბა­ში და რომ პო­ლი­ცი­ამ და­მა­კა­ვა. მეს­მის, რომ და­ვა­ლე­ბუ­ლი გაქვთ ჩემი დაკ­ნი­ნე­ბა, ლაფ­ში ამოს­ვრა, იმის ჩვე­ნე­ბა თუ რა ცუ­დად ვცხოვ­რობ აქ, ვწუ­წუ­ნებ სტი­ლისტზე, ალას ინ­ფარ­ქტი აქვს… კარ­გით, მეს­მის, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ გაძ­ლევთ იმის უფ­ლე­ბას, რომ და­წე­როთ სი­მარ­თლე, ამი­ტომ ხომ არ შე­იძ­ლე­ბა ყვი­თე­ლი და უხამ­სი ამ­ბე­ბი წე­როთ და მო­ი­გო­ნოთ?!

თქვენ ხომ ასე გა­ნიც­დი­დით, რომ მე ვი­კა­ვებ­დი ვი­ღა­ცის ად­გილს? რა­ტომ წერთ ამ­დენ ხანს ჩემ­ზე? მათ­ზე და­წე­რეთ, პატ­რი­ო­ტებ­ზე. თავი და­მა­ნე­ბეთ. ბრმა ცხე­ნი­ვით და­დი­ხართ წრე­ზე და ერთი და იგი­ვე გა­ნა­ვა­ლი და­გაქვთ… გონს მო­ე­გეთ. კომ­კავ­ში­რე­ლე­ბი…“, – აცხადებს მაქსიმ გალკინი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g