LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: უნიკალური მცურავი კოტეჯი რაჭაში, შაორის ტბაზე – კადრები, რომელიც გულგრილს არ დაგტოვებთ

847
123652009-402269674234943-3633897553736960653-n-2020-11-09-09-07-54-337827

„ადგილი, სადაც გრძნობ, რომ მთელი სამყარო შენია“ – ასე ახასიათებენ სოციალურ ქსელში მოცურავე, დასასვენებელ კოტეჯს Shaori Chalet-ს, რომელიც რაჭაში, შაორის ტბაზე მდებარეობს. აღნიშნული კოტეჯის უახლეს ვიდეოს კი სოციალურ ქსელში ცნობილი ბლოგერი სოსო ნებიერიძე აქვეყნებს.

როგორც კოტეჯის დამფუძნებლები ამბობენ, ეს არის ადგილი, რომელიც ყველაფერს დაგავიწყებთ და თავს ჯადოსნურ სამყაროში გაგრძნობინებთ.

„სადაც დრო, უბრალოდ ჩერდება და რჩება დაუვიწყარი ემოციები. დასვენება, რომელზეც ერთხელ მაინც, ყველას გვიოცნებია, ტბა, სიმშვიდე, ბუნება, მხოლოდ თქვენ და ამოუხსნელი ბედნიერების შეგრძნება, რომელიც არ იცი, საიდან და როგორ გეწვია. ჩვენს შალეში გატარებული ყოველი წუთი, წამი სამუდამოდ თქვენს გონებაში დარჩება“, – წერენ Shaori Chalet-ის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე.

ცნობისთვის, ახალი ტურისტული ადგილი Shaori Chalet, შაორი ტბაზე 2020 წლის სექტემბრიდან გამოჩნდა და დამსვენებლების ყურადღება უკვე მიიპყრო.

ვიდეორგოლის ავტორი: სოსო ნებიერიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები