LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ვის უგზავნიდა შეცდომით თამრიკო ჭოხონელიძე სასიყვარულო მესიჯებს

759
tamrikochoxonelidze

თამრიკო ჭოხონელიძე გადაცემა „ქალებს“ ესტუმრა „ფორმულაზე, სადაც აღნიშნავს, რომ ვერ მეგობრობს ტექნიკასთან.

თამრიკო ჭოხონელიძე:

„ერთ-ერთი ტელეფონი, პირველი, რომელიც მაჩუქეს, მარცხენა ხელით გამოვართვი და მაშინვე გავაფუჭე. არც ერთი მაგნიტოფონი არც სახლში და არც მანქანაში არ მიმუშავებს. ჩემს შვილებს დაბადების დღეზე აჩუქეს მობილურები, რომლებიც სკოლაში წაიღეს. ბავშვებმა მითხრეს, სირცხვილია, შენ რომ მობილური გაქვს და ვერ იყენებო. მასწავლეს მესიჯების წერა. იყო ერთი ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც ჩემთან დუეტის ჩაწერა სურდა. მას ვუთხარი, რომ სადღაც 20 დღეში მოვიცლიდი და დავურეკავდი, მან ტელეფონში თავისი სახელით და გვარით ნომერი ჩამიწერა, თუმცა ჩემი თურმე არ ჩაუწერია თავად. ბავშვებმა რომ დაიწყეს სკოლიდან მესიჯების მოწერა, სადაც სიყვარულს მიხსნიდნენ, მეც ვუგზავნიდი ამავე ხასიათის მესიჯებს. ერთ დღეს სახლში მოვიდნენ და კოკომ მითხრა, რომ მესიჯებზე პასუხებს არ ვუბრუნებდი. ვანახე, აი, ნახეთ თუ არ გიგზავნით-მეთქი. კოკომ ტელეფონი გამომართვა და მარიამს ეუბნება, ვაიმე, მარიამ, ნახე, ვის უგზავნის სასიყვარულო მესიჯებსო… მოგვიანებით, ფილარმონიაში კონცერტი გვქონდა, ეს ბიჭი დავინახე და ვუთხარი, რაღაც სათქმელი მაქვს, შვილები მესიჯის წერას მასწავლიან-მეთქი… უცებ მეკითხება, ესა და ეს ნომერი თქვენიაო? ახლა ვაპირებდი ჯეოსელში წასვლას და კითხვას, ვინ არის ეს არანორმალური, ჯერ მესიჯი მოვიდა, მიყვარხარ, მომენატრეო, მერე თქვენობით მომმართა, სიგიჟემდე მიყვარხარო (იცინის).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g