LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ აფინანსებს გახარიას პარტიას

85
gaxaria

29 მაისს ყოფილმა პრემიერმა გიორგი გახარიამ ახალი პარტია „საქართველოსთვის“ დააფუძნა.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ გახარიას პარტიას დავით კეზერაშვილი აფინანსებდა. მართალია, თავად პარტიის წევრებმა დაფინანსების წყაროსთან დაკავშირებული ეს დეტალი მაშინვე უარყვეს, თუმცა როგორც მედიის, ასევე სხვადასხვა პოლიტიკოსის, მათ შორის სახელისუფლებო გუნდის წევრების მხრიდან, პერიოდულად, გახარიას გუნდის დაფინანსების საკითხის წინ წამოწევით, ამ დრომდე შეკიტხვა პასუხგაუცემელია.

გიორგი გახარიას თანაგუნდელები ამბობენ, რომ ფინანსური რესურსების შესახებ ინფორმაცია გამჭვირვალე იქნება.

„დამფუძნებელი კონფერენციის შემდეგ, პროცედურულად ხდება განცხადების წარდგენა საჯარო რეესტრში, ამის შემდეგ კი, ყველაფერი საჯარო იქნება. ამას კანონი გვთხოვს, რასაც ვერ გავექცევით,“- ამბობს პარტია “საქართველოსთვის” წევრი ანა ბუჩუკური.

თემასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ.

“ქართულ ოცნებას” თავისი დაფინანსების წყაროები და ბიუჯეტი დეკლარირებული აქვს. რაც შეეხება სხვა პარტიების დაფინანსებას, ვფიქრობ, ამ კითხვებს მათ თავად უნდ უპასუხონ,”- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ.

მმართველ გუნდში ასევე ამბობენ, რომ ეჭვები გიორგი გახარიას პარტიის დაფინანსების საკითხზე მას შემდეგ უფრო გამყარდა, რაც გიორგი გახარიამ მისთვის დასმული კითხვები უპასუხოდ დატოვა.

“ის ეჭვები, რაც საჯარო სივრცეში გავრცელდა, იგივე კეზერაშვილის დაფინანსებასთან დაკავშირებით გახარიას პოლიტიკური გუნდის სასარგებლოდ, მისი ნაბიჯები “ნაციონალური მოძრაობის” მიზნების სასარგებლოდ, უფრო მყარდება მას შემდეგ, რაც უპასუხოდ დატოვა გახარიამ თითქმის ყველა კითხვა.

კონკრეტულად ვინ იქნება მისი დამფინანსებელი, ან ახლა ვინ არის, ბუნებრივია, ამაზე  მტკიცებით საუბარი არ შეგვიძლია,”- აღნიშნა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გურამ მაჭარაშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები