LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ არის ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც გუშინ ღამით ქობულეთში დაჭრეს

148
1c88933de27592ee30fc11d394f8a3f2-XL

ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე გვიან ღამით 35 წლის მამაკაცი დაჭრეს.

შემთხვევა დაახლოებით, ღამის 2 საათზე მოხდა.

დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია.

როგორც ცნობილია, ის ფეხის არეში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.

ამასთან, ცნობილია, რომ დაჭრილი ქობულეთის სამაშველო სამსახურის უფროსის მამუკა ხაბაზის ძმაა.

როგორც “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროშ განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე და 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები