LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ არის ბაჩალიაშვილის საქმის ახალი ფიგურანტი მიშო იაკობიძე

875
BeFunky-collage (1)

ბაჩალიაშვილის საქმის ახალი ფიგურანტი, მიშო იაკობიძე აცხადებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილთან ბოლო კონტაქტი 2020 წლის 12 ივლისს ჰქონდა, მაშინ, როცა ბაჩალიაშვილმა მას უნივერსიტეტის წარმატება მიულოცა. ამის შესახებ მან გუშინ, შსს-ში გამოკითხვის შემდეგ მედიასთან ისაუბრა.

იაკობიძის შესახებ გამოძიებას ინფორმაცია მიაწოდა ბაჩანა ლობჟანიძემ, რომელიც ამტკიცებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებული იყო.

მიშო იაკობიძე აცხადებს, რომ ბაჩანაც მისი უნივერსიტეტელი იყო -“ 2015 წელს ჩააბარა მანაც და უნივერსიტეტიდან მქონდა შეხება“.

რაც შეეხება უშუალოდ თამარის გაუჩინარებასთან დაკავშირებულ ეპიზოდს:

“ორშაბათს, როდესაც მე შევიტყვე თამუნას დაკარგვის შესახებ, ჩემი ძალებით გავემართე ხაიშის მიმართულებით, იქ სადაც კამერა ფიქსირდებოდა. სოციალური ქსელიდან შევიტყვე და შესაბამისად, გავემართე იმ მიმართულებით, საეჭვო ვერაფერი ვნახე. იმავე დღეს დავბრუნდი უკან. მეორე დღეს გავემართე გოლთეთის მიმართულებით, იქაც ვეძებდი, ვერაფერი ვერ ვნახე საეჭვო, – ამბობს იაკობიძე.

კითხვაზე სჯერა თუ არა თვითმკვლელობის ვერსიის, მიშო იაკობიძე ამბობს, რომ ვერსიებზე ვერ ისაუბრებს.

„დაველოდოთ გამოძიებას“,- დასძინა მან.

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმე კვლავ ბურუსით მოცულია. ოჯახი თვითმკვლელობის ვერსიას უნდობლობას უცხადებს. ოჯახის კიდევ ერთი ეჭვი ბაჩანა ლობჟანიძეს უკავშირდება, რომელიც ამტკიცებს, რომ გარდაცვლილის შეყვარებული იყო.

“არ გამოვრიცხავ, რომ ბაჩანა ლობჟანიძემ გაიტყუა ჩემი შვილი სახლიდან”- ბაჩალიაშვილის დედა დღეიდან შიმშილობას იწყებს 

“თამუნას ჰყავდა ერთი შეყვარებული და ეს არ არის ბაჩანა ლობჟანიძე”- ვიდეოინტერვიუ ბაჩალიაშვილის ახლო მეგობართან

ოჯახის წევრები და ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ითხოვენ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიების შუალედური ინფორმაცია აღარ გაასაჯაროოს.

ადვოკატი განმარტავს, რომ ასეთი ტიპის ინფორმაციით, უწყება ცდილობს საზოგადოებაში გაავრცელოს აზრი, რომ თამარ ბაჩალიაშვილი კი არ მოკლეს, არამედ თავი მოიკლა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები