LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ის, ვინც დიდხანს დუმს, ყოველთვის სხვებზე მეტი აქვს სათქმელი“ – კენ კიზის ცხოვრების წესი

1450
კენ კიზი

ჰიპებისა და ბიტნიკების საკულტო მწერალი კენ კიზი, საშინლად უკმაყოფილო დარჩა საკუთარი რომანის „ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“ ეკრანიზაციით და დაიმუქრა რომ არასდროს ნახავდა ფილმს. მართალია, სიცოცხლის ბოლოს მწერალმა მაინც ნახა მილოშ ფორმანის შედევრი, თუმცა საჯარო შეფასებისგან ისევ შეიკავა თავი.

ცნობილი ადამიანების ციტატები

fortuna.ge გთავაზობთ კენ კიზის ცნობილ გამონათქვამებს:

ბიტნიკობისათვის ჯერ ახალგაზრდა ვიყავი, ხოლო ჰიპობისათვის — მეტად მოხუცი.

ვინც არ უნდა შემოვიდეს კარში, არასდროს იქნება ის, ვისი ნახვაც გსურდა, თუმცა იმედი მაინც ბოლომდე გექნება.

მარტოობა მხოლოდ აძლიერებს შეგრძნებას, რომ არავის სჭირდები.

ყველაფერს უნდა დასცინო, რაც ტკივილს გაყენებს, რათა სამყარომ საბოლოოდ არ შეგშალოს ჭკუიდან.

ცვლილებებს ადამიანში მხოლოდ დაშორების შემდეგ ამჩნევ, ყოველდღიური ურთიერთობისას კი,  ვერ ხედავ, რადგან შენც მასთან ერთად იცვლები.

მას, ვისაც შენი წყობიდან გამოყვანა სურს, ყველაზე მეტად ისე გააბრაზებ, თუ თავს მოაჩვენებ, თითქოს საერთოდ არ გაღელვებს.

ადამიანი ისეა მოწყობილი, რომ ადრე თუ გვიან აუცილებლად ზურგს შეაქცევს იმას, ვინც სხვებზე მეტს აძლევს, რადგან დაფიქრდება – მას რა ხეირი?!

როცა თვალები გაქვს დახუჭული, ძალიან რთულია შენი ამოცნობა.

სიცილის უნარის დაკარგვა – საყრდენის დაკარგვას ნიშნავს.

ნებისმიერ სიტუაციაში არიან ადამიანი, ვისი გავლენის, ავტორიტეტის გადაფასება, ყველასთვის ცუდად მთავრდება.

თუ დაყრუება არ გინდა – ყველას ყრუდ მოაჩვენე თავი.