LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინც გახსნა ობიექტი, ისევ დახურვაზე ფიქრობს – რესტორნები „კომენდანტის საათის“ გადაწევას ითხოვენ

73
molebi-da-ghia-restornebi-w-h

რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე „კომენდანტის საათის“ გადაწევას და შაბათ-კვირას სარესტორნო ბიზნესისთვის შეზღუდვების მოხსნას ითხოვს. მისი თქმით, დღეს არსებული შეზღუდვები სარესტორნო ბიზნესს გარკვეული პრობლემების წინაშე აყენებს.

„ვინც გახსნა ობიექტი ისევ დახურვაზე ფიქრობს, რადგანაც განვითარებას და პერსპექტივას ვერ ხედავს. ამ ეტაპზე, საზოგადოება და ბიზნესი, ქაოტურ რეჟიმში, თავად ახერხებს გადაადგილებას, რომელიც ურთულესია. რეგულაციების ფარგლებში შაბათ-კვირას რესტორნების გახსნა, ასევე „კომენდანტის საათის“ მინიმუმ ორი საათით გადაწევა მნიშვნელოვანია. დღეს არსებული ვითარება უნდა დარეგულირდეს და ადმინისტრირება მოხდეს“, – განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, ეკონომიკის ამუშავებას და მის განვითარებას ხელი უნდა შეეწყოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები