სახალხო დამცველის მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე ბერა ივანიშვილის ინტერვიუს ეხმაურება და წერს, რომ “ღირსების დაცვა” ძალადობრივი რეაქციით მკვლელობებს ახალისებს.
“ხორავას საქმე – ერთმა ბავშვმა მეორეს შეაგინა და მერე “ღირსების დაცვას” ორი ბავშვი შეეწირა!
შაქარაშვილის საქმე – შეაგინეს ერთმანეთს, „დაიცვეს ღირსება” და 19 წლის ბიჭი მოკლეს!
ბავშვებს უნდა ვუთხრათ, რომ გინებისას და შეურაცხყოფისას პოლიციას ან სახელმწიფო ორგანოებს მიმართონ. ვინც გეუბნებათ რომ “ღირსება უნდა დაიცვათ” ან რამე სხვა ძალადობრივი რეაქცია
გქონდეთ, ის მკვლელობის ბოროტი წამახალისებელია.
ყველას გილოცავთ ვინც დღეს გადარჩით და ცოცხალი ხართ ამ ქვეყანაში… ხვალ შეიძლება თქვენზე ძლიერს და გავლენიანს გადაეყაროთ და მოკვდეთ …
აფერუმ, ვინც თქვენი პოლიტიკური ან საჯარო როლით, ამ ბოროტებას ახალისებთ!”- წერს გიორგი ბურჯანაძე.
ამავე თემაზე:
შემზარა იმან, თუ რა ზეწოლის ქვეშ უწევდა ამ ოჯახს მოღვაწეობა – “ოცნების” დეპუტატი ბერას ინტერვიუზე
“ტრი-ტრის” არ ვიძახი, იქ ვიძახი “ანტონიი”: ბერა ივანიშვილი
ეს იყო მიზანმიმართული კამპანია, ყველაფერი აწყობილი თემაა: ბერა ივანიშვილი
თუ ვინმე შემაგინებს და ჩემს ოჯახს შეეხება, პასუხს მოვთხოვ: ბერა ივანიშვილი