LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვინც ირაკლის ოჯახს განიკითხავთ, მართლა ხომ არ გცხელათ და გაჟრიალებთ?” – ზურა ხაჩიძე ირაკლი კობახიძეს მხარდაჭერას უცხადებს

5186
irakli da zura

მომღერალი და ტელეწამყვანი ზურა ხაჩიძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს მხარდაჭერას უცხადებს.

„ჩემი მხარდაჭერა ირაკლი კობახიძე და მის ოჯახს! ✊

ვინც ირაკლის ოჯახს განიკითხავთ მართლა ხომ არ გცხელათ და გაჟრიალებთ? გიას ირაკლის მამას მაქვს პატივი დიდი ხნის წინ როცა ვებძოდით „ნაც“ რეჟიმს მაშინ გამეცნო.

უწესიერესი და მაგარი ადამიანი. დედაზე და დაზე არაფერს არ ვამბობ უსაყვარლესი ადამიენები! ჩემი პატივისცემა ირაკლის ოჯახს!❤️?“ – წერს ზურა ხაჩიძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ გუშინ, 25 ივლისს, შეურაცხყოფა მიაყენა ჟურნალისტ ქალს, „მთავარი არხიდან“.

„ქალის სახე დაკარგე. პირი მოიწმინდე, სააკაშვილივით გაქვს პირი, დაემსგავსე მართლა ყველაფრით შენს ბელადს… შენ ხარ არახამია, როგორც ის არ არის კაცი, ისე შენ არ ხარ ქალი, ნაცმოძრაობის გულისთვის დაკარგე სახე“, – უთხრა კობახიძემ ჟურნალისტს, რომელმაც მას უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლის, დავით არახამიას სიტყვების შეფასება სთხოვა.

ვიდეო: პირდაპირ პირად შეურაცხყოფაზე გადმოვიდა…კობახიძე ჩემმა კრიტიკულმა კითხვებმა გააღიზიანა – ნატალი ჯახუტაშვილი ირაკლი კობახიძის თავდასხმაზე

ვიდეო – „არახამია არის არაკაცი… КГБ-შნიკი არის მამათქვენი, ნუ კანკალებ“: ირაკლი კობახიძე ჟურნალისტს დაუპირისპირდა

10-ჯერ უარესი რომ არ გითხრათ, ძალიან გამიკვირდა… თქვენ მიაყენეთ ბინძური შეურაცხყოფა ირაკლი კობახიძეს…კრემლის სასარგებლო იდიოტები ხართ: მამუკა მდინარაძე

“როდესაც დარწმუნდა, რომ აღარ ვუღებდით, ფანჯარას ჩამოუწია და პირდაპირ გვაგინა” – ჟურნალისტი ნატალი ჯახუტაშვილი სიტყვიერ შეურაცხყოფაში მმართველი გუნდის კიდევ ერთ წევრს ამხელს

ამავე თემაზე:

კობახიძე: „გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ ნაცმოძრაობის აქტივისტობა უპირობოდ პავლიკამოროზოვობას ნიშნავს“

„სიბინძურისგან თვითონვე ისე იყო გაბოროტებული, კითხვის დასმისას ყბა აუკანკალდა და პირდაპირი გაგებით, პირზე დუჟი მოადგა“ – კობახიძე „მთავარი არხის“ ჟურნალისტზე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g