LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“როდესაც დარწმუნდა, რომ აღარ ვუღებდით, ფანჯარას ჩამოუწია და პირდაპირ გვაგინა” – ჟურნალისტი ნატალი ჯახუტაშვილი სიტყვიერ შეურაცხყოფაში მმართველი გუნდის კიდევ ერთ წევრს ამხელს

5155
ნატალიი

ჟურნალისტი ნატალია ჯახუტაშვილი, რომელსაც დღეს ირაკლი კობახიძემ შეკითხვაზე, შეურაცხმყოფელი ფრაზით მიმართა, მმართველი გუნდის კიდევ ერთ წარმომადგენელს ამხელს შეურაცხყოფის მიყენებაში. როგორც ჯახუტაშვილი ამბობს, პარლამენტის უშიშროების და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ მას და მის ოპერატორს შეაგინა.

“ქართული ოცნების” ძალიან ბევრ წევრს მოუყენებია სიტყვიერი შეურაცხყოფა მედიის წარმომადგენლებისთვის. ძირითადად ისინი თავს ესხმიან იმ ჟურნალისტებს, ვინც კრიტიკულ კითხვებს უსვამენ. დაახლოებით ერთი თვის წინ, მე და ჩემს ოპერატორს სიტყვიერი შეურაცხყოფა მოგვაყენა “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა სპიკერმა, უშიშროების და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ. მე მასთან მქონდა ზოგადი შეკითხვა, ვამზადებდით სიუჟეტს და კითხვები ეხებოდა საოკუპაციო ზოლს, ვკითხე იყო თუ არა ოდესმე ნამყოფი საოკუპაციო ხაზთან, არ მიპასუხა. ეს ყველაფერი ხდებოდა პარლამენტის ეზოში. ჩაჯდა მანქანაში, დაიძრა ავტომობილი და ჩვენ შევწყვიტეთ გადაღება. როდესაც დარწმუნდა, რომ ჩვენ მას აღარ ვუღებდით, წრე დაარტყა პარლამენტის ეზოში შადრევანს, ფანჯარას ჩამოუწია და პირდაპირ სიტყვიერი შეურაცხყოფა მოგვაყენა მე და ჩემს ოპერატორს, პირდაპირ გვაგინა, შეიძლება ითქვას. ამ ყველაფრის თვითმხილველი იყო “ქართული ოცნების” პრეს-სამსახურის ხელმძღვანელი” – იხსენებს დეტალებს ჟურნალისტი და ამბობს, რომ გუნდის წევრი მაშინაც მამუკა მდინარაძემ გაამართლა.

10-ჯერ უარესი რომ არ გითხრათ, ძალიან გამიკვირდა… თქვენ მიაყენეთ ბინძური შეურაცხყოფა ირაკლი კობახიძეს…კრემლის სასარგებლო იდიოტები ხართ: მამუკა მდინარაძე

“დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ, ტრიბუნასთან კომენტარზე დადგა მამუკა მდინარაძე, ის უკვე ინფორმირებული იყო ამ ფაქტის შესახებ, შეუძლებელია არ სცოდნოდა, როდესაც პრესსამსახურის ხელმძღვანელის თანდასწრებით მოხდა. როდესაც მე ვკითხე ბატონ მამუკას მისაღები იყო თუ არა მისთვის ასეთი ფორმით ჟურნალისტებთან საუბარი, მან პირდაპირ სიცრუეში დამადანაშაულა და ირაკლი ბერაიას გამართლება დაიწყო”, – ამბობს ჯახუტაშვილი.

ვიდეო: პირდაპირ პირად შეურაცხყოფაზე გადმოვიდა…კობახიძე ჩემმა კრიტიკულმა კითხვებმა გააღიზიანა – ნატალი ჯახუტაშვილი ირაკლი კობახიძის თავდასხმაზე

ვიდეო – „არახამია არის არაკაცი… КГБ-შნიკი არის მამათქვენი, ნუ კანკალებ“: ირაკლი კობახიძე ჟურნალისტს დაუპირისპირდა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g